in

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ ვიყოთ სხვების ვალიდაციაზე ემოციურად დამოკიდებულები

როდესაც წარმატებას აღწევ, გაღიარებენ და პროფესიულად იზრდები, სამსახური შეიძლება თავდაჯერებულობის წყაროდ იქცეს. თუმცა, დროდადრო, გაურკვეველი მოლოდინები და არასაკმარისი უკუკავშირი გვიტოვებს კითხვებს საკუთარი პროდუქტიულობის შესახებ და ბადებს ეჭვებს საკუთარი თავის მიმართ. კონკურენცია და კოლეგებთან შედარება კი იწვევს არასრულფასოვნების გრძნობას. ამასთან, თითქოს შეუმჩნეველი რჩება ჩვენი შრომა, რაც გვაიძულებს ეჭვქვეშ დავაყენოთ საკუთარი კონტრიბუცია. სოციალური მედია, როგორიცაა LinkedIn, ქმნის ილუზიას, რომ ყველა წარმატებულია. ეს კი გვაფიქრებინებს, იქნებ, ვინმეს ვერ ვუწევთ კონკურენციას ან ჩამოვრჩებით?

ეს დინამიკა ძირს უთხრის თვითშეფასებას და გვაიძულებს ვეძებოთ გარე ვალიდაცია. რა თქმა უნდა, პერიოდულად, ყველას გვიჩნდება ეჭვები საკუთარი თავის მიმართ. ბუნებრივია სურვილიც, რომ დაგვინახონ და დაგვაფასონ. ვის არ უხარია წახალისება, საკუთარი ძალისხმევისა და წარმატებების აღიარება ან სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა?

ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარე ვალიდაციაზე დაყრდნობა წაგებული თამაშია. მართალია, ჩვენს თვითშეფასებას ვუკავშირებთ სხვების ცვალებად შეხედულებებს, მაგრამ მათი მოწონება მხოლოდ წარმავალ კმაყოფილებას გვანიჭებს. უფრო მეტიც, აღიარების ძიებამ შეიძლება შეარყიოს ჩვენი თვითშეფასება და გვაიძულოს მსხვერპლად გავიღოთ საკუთარი ღირებულებები და ავთენტურობა.

შინაგანი ვალიდაციის განვითარება სულაც არ ნიშნავს უსაფუძვლო თვითრწმენის ან ეგოს დაკმაყოფილებას. აქ მოცემულია სტრატეგიები თქვენი თვითშეფასების შესანარჩუნებლად.

გააცნობიერეთ, რომ არასაკმარისობის გრძნობა არ არის პირადი ნაკლი

როდესაც ჩვენს არასაკმარისობის გრძნობას პირად წარუმატებლობად ვაფასებთ, ვამძაფრებთ ნეგატიურ გრძნობებს და აღიარების სურვილს ვაძლიერებთ. რაც უფრო მეტად ვეძებთ სხვების მხრიდან ვალიდაციას, მით მეტად ვქმნით პირობებს არასაკმარისობის გრძნობისთვის, რაც მანკიერ პრაქტიკას ქმნის.

შეეცადეთ გქონდეთ მიმღებლობა არასაკმარისობის მიმართ. მიიღეთ ეს, როგორც ბუნებრივი მოვლენა. ფაქტია, რომ მრავალმა გარე ფაქტორმა – მათ შორის ჩვენმა აღზრდამ, სამუშაო გარემომ და საზოგადოებრივმა ზეწოლამ – შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება. ნუ დაადანაშაულებთ მხოლოდ საკუთარ თავს და ნუ გახდებით თვითკრიტიკის მსხვერპლი.

გაამახვილეთ ყურადღება ძლიერ მხარეებზე

ჩვენ ვცხოვრობთ „გამოსწორებას“ დაჩვეულ საზოგადოებაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს სუსტ მხარეებზე ფოკუსირება ზრდის საუკეთესო გზაა. ეს მოსაზრება ხშირად მცდარია.

რა თქმა უნდა, პერიოდულად საჭიროა უნარების განვითარება და ახალი კომპეტენციების შეძენა. თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩვენს ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება უფრო სასარგებლოა. ეს ზრდის თვითშეფასებას, თვითშემეცნებას, პროდუქტიულობას, ინოვაციასა და საერთო კეთილდღეობას.

სინამდვილეში, თქვენ იცნობთ თქვენს ძლიერ მხარეებს – კომპეტენციებსა და უნარები, რომლებიც დროთა განმავლობაში განავითარეთ. თუმცა, ალბათ ყურადღების მიღმა დატოვეთ თქვენი ბუნებრივი შესაძლებლობების უმეტესობა მათი თანდაყოლილი ბუნების გამო. ბევრი რამ იმდენად ბუნებრივად გამოგდით, ვერც კი ამჩნევთ. ამიტომ, საჭიროა გარე უკუკავშირის მიღება მათ გამოსავლენად. დაუსვით სანდო კოლეგებს კითხვები:

ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება არ ნიშნავს კომფორტის ზონაში გაჩერებას. პირიქით, ეს არის უფრო სწრაფი და ბედნიერი გზა მაღალი პერფორმანსისკენ.

გააფართოვეთ წარმატების განსაზღვრება

საზოგადოებრივი მოლოდინები ხშირად აყალიბებს იმას, თუ როგორ განვსაზღვრავთ წარმატებას. ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად იღებს წარმატების სტიგმატიზებულ გაგებას მშობლებისგან. სამუშაო ადგილმა კი შეიძლება კიდევ უფრო დაამახინჯოს და შეავიწროოს ჩვენი ხედვა. წარმატების გააზრებულად განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს უკეთ შევუსაბამოთ ის ჩვენს ღირებულებებს და თავი დავაღწიოთ სამსახურებრივი აღიარების მოთხოვნილებას.

წყარო: HBR



საით მივყავართ ტექნოლოგიებს? – ტენდენციები CES 2025-დან

„მფრინავი გემი“ და მხოლოდ ერთი ბილეთი — აი, როგორ დაიწყო კომერციული თვითმფრინავების ისტორია