ჰელოუინისთვის JDO-ს სისხლს მოწყურებულმა დიზაინის სააგენტომ Vamp Aid შექმნა — კამპანიის კონცეფცია „ვამპირის ნაკბენით“, რომელიც იმისთვისაა, რომ ადამიანები სისხლის დონაციაზე დააფიქროს. ვამპირების ამბები კი შეიძლება მითი იყოს, მაგრამ სისხლის დეფიციტი რეალური პრობლემაა ბევრ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჰელოუინის შავი იუმორისა და სოციალური გზავნილის გაერთიანება. შედეგად კი ვამპირის კლასიკური ისტორია საკომუნიკაციო კამპანიად აქციეს.
„ყოველწლიურად JDO თავის ბნელ მხარეს ავლენს ჰელოუინის კონცეფციის თამაშით, რაც, თავის მხრივ, გუნდის წარმოსახვასა და ოსტატობას ავლენს. Vamp Aid სასაცილოსა და რეალობას უკავშირებს ერთმანეთს, ვამპირების აბსურდულობას სისხლის დონაციის სერიოზულ საკითხს. შედეგი კი მხიარული, მიზანმიმართული და, დიახ, ცოტა შემაშფოთებელია“, — ამბობს რეიჩელ სკინგლი, სტრატეგი.

იდეა ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში გადმოიტანეს, დაწყებული პოსტერებით, რომლებსაც ვამპირების ვანდალიზმის კვალი ატყვია და დამთავრებული სისხლის გადასხმის აპარატებით…

„ვამპირებსა და სისხლის დონაციას შორის კავშირი იმდენად ბუნებრივია, რომ თითქოს ამდენი ხანი ჩრდილიდან გამოსვლას ელოდა. სინამდვილეში ეს ყველაფერი იუმორისა და საშინელებათა ჟანრის დაბალანსებამ გააცოცხლა, რაც ადამიანებს უბიძგებს, დაფიქრდნენ — ეს კი ზუსტად ის არის, რაც კარგმა საკომუნიკაციო კამპანიამ უნდა გააკეთოს“, – განმარტავს ფრანკ-შტეინ ჯეიმსი, JDO-ს დიზაინის ხელმძღვანელი.
ასეა თუ ისე, Vamp Aid-ით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ფანტაზიები მათ დნმ-შია ფესვგადგმული. ახლა კი თქვენი ჯერია, სისხლის დონაციისთვის ახლოს მყოფი პუნქტი იპოვეთ და დაეხმარეთ მათ, ვისაც ასე ძალიან სჭირდება.
















