in

რატომ უნდა ეწვიოთ ვან გოგის ციფრულ გამოფენას პარიზში

გასულ წელს, პარიზში გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია მოეწყო. წელს კი, ვინსენტ ვან გოგის ჯერი დადგა. ვან გოგის ციფრული გამოფენა Atelier des Lumières-ში 22 თებერვალს გაიხსნა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს. ინფორმაციას Vogue ავრცელებს.

BOG
BOG

სიცოცხლის ბოლო წლებში, ვინსენტ ვან გოგმა 2000-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. მაშინ მის ნახატებს აღიარება არ მოჰყოლია. თუმცა დღეს, ვან გოგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია. Atelier des Lumières-ში ვან გოგის ნამუშევრებია გაცოცხლებული (მათ შორის, 1885 წლით დათარიღებული “კარტოფილის მჭამელები” და 1889 წელს შექმნილი “ვარსკვლავებიანი ღამე”). ექსპოზიცია ლუკა ლონგობარდის მუსიკაზე მიმდინარეობს. გამოფენის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, მისი დათვალიერება ამ მისამართზე შეგიძლიათ: Atelier des Lumières, 38 Rue Saint-Maur, 75011 Paris.

აქვე გავიხსენოთ, როგორი იყო გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენა 2018 წელს…

https://www.youtube.com/watch?v=qqwO463JLXc

ბავშვებმა მათი საყვარელი Emoji-ები განასახიერეს

10 რამ, რისი თქმაც საკუთარი თავის შესახებ უნდა შეძლოთ