in

ვან გოგის ნახატი, რომელიც აუდიტორიისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი

ვან გოგის უამრავ ნახატს შორის არსებობს ერთი ისეთი, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს კერძო კოლექციაში იმყოფებოდა. ეს ნახატი დახატვიდან, ანუ 1887 წლიდან დღემდე არ ყოფილა საზოგადოებისთვის ცნობილი. სულ ახლახან კი მან დღის შუქი იხილა. “ქუჩის სცენა მონმარტში” – ასე ეწოდება ნახატს, რომელშიც ჰოლანდიელი მხატვრის იმპრესიონისტული სტილი მკვეთრად იგრძნობა.

BOG
BOG

აუქციონზე გასვლამდე ამ ნახატის მხოლოდ 1972 წელს გადაღებული პატარა, შავ-თეთრი ფოტოსურათი არსებობდა, რომელიც მხატვრის ზოგიერთ სხვა ნამუშევარს მოგაგონებთ. საკვირველია ის ფაქტი, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთი ოჯახის კერძო კოლექციაში “ქუჩის სცენა მონმარტში”, იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის ვან გოგის მრავალი ნამუშევარი გადაეცა მის ძმას, თეოს.

COVID-19-ის გამო მიღებული ზომების გათვალისწინებით, ნამუშევრის ხილვა შესაძლებელია მცირეხნიან გამოფენებზე ამსტერდამში, ჰონგ კონგსა და პარიზში მთელი მარტის განმავლობაში.

Google-მა π-ის დღის სიმბოლური აღნიშვნით, მისი მნიშვნელობა შეგვახსენა

აზიური ქვეყნების შთამბეჭდავი ყოველდღიურობა – Ryosuke Kosuge-ის ფოტოპროექტი