15
ივნ
2017

ახალი ქართული ფონტი, რომელიც ვანის არქეოლოგიის ინსპირაციით შეიქმნა!

15 ივნ 2017

სააგენტო Saatchi&Saatchi-ს გრაფიკულმა დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ ახალი ფონტი შექმნა –  LGV Vani Archeology. ინსპირაცია გრაფიკოსმა წიგნებიდან აიღო, ვანის არქეოლოგიის შესახებ, რომლებთანაც ბავშვობის მოგონებები აკავშირებს: “ბოლო რამდენიმე წელია, რაც შრიფტის დიზაინით ძალიან დავინტერესდი, ზედმეტადაც კი. უკვე რამდენიმე ფონტი მაქვს გაკეთებული. ვანის არქეოლოგიურ გათხრებზე არსებობს წიგნების რამდენიმე ტომეული, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, რაღაცნაირი გამორჩეული ტიპები იყვნენ, შრიფტიც გამორჩეული იყო, ფორმატიც… ჰოდა, ამ პროექტის ინსპირაცია იყო ეს წიგნები. შემოდგომაზე დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა და ახლახანს დავასრულე. შევთავაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ძალიან მოეწონათ, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ფონტი გადავიდა მათ საკუთრებაში”.

განხილვა