in

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

DCIM100MEDIADJI_0031.JPG

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

BOG
BOG

მუზეუმი 1985 წელს აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის მიერ დაარსდა და მას შემდეგ არ განახლებულა. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია, რომელიც ნაქალაქარზე შეიქმნა.

სამუზეუმო კომპლექსისთვის აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, მცირე ბიბლიოთეკა, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია, ავტოსადგომი. გამოფენის კონცეფცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,  სცენოგრაფია კი ლინა ლოპესს ეკუთვნის. განახლებული მუზეუმისა და ექსპოზიციის დათვალიერება უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. მუზეუმის დათვალიერება მსურველთათვის მუზეუმის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში იქნება უფასო. ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით,  წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია.

ვანის ნაქალაქარი დღეს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ. წ. I საუკუნემდე ის კოლხეთის  რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მუზეუმში პირველად იქნება ნაჩვენები კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. მუზეუმის თანამედროვე ინფრასტრუქტურამ უზრუნველყო უახლესი სტანდარტების დაცვით მოწყობილიყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები).

ვანის მუზეუმის მთავარ მიზნად რჩება, მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის –  კოლხეთის სამეფოს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის და  ელინისტურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სატაძრო  ქალაქის რვასაუკუნოვანი განვითარების ყველა ეტაპის კვლევა.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

აქვე გიჩვენებთ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს:

Male figurine, detail. Bronze, gold. 3rd century BC მამაკაცის ფიგურა, დეტალი. ბრინჯაო, ოქრო. ძვ.წ. III საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Lion head (part of sima). Limestone. 3rd-2nd century BC ლომის თავი (სიმის ნაწილი). კირქვა. ძვ.წ. III-II საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Lamp decoration – Ganymedes and eagle. Bronze. Mid-1st century BC.ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Lamp decoration – Ganymedes. Bronze. Mid-1st century BC ჭრაქის მორთულობა – განიმედესი. ბრინჯაო. ძვ.წ. I საუკუნის შუახანები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Cup. Glass. Mid-5th century BC თასი. მინა. ძვ.წ.V საუკუნის შუახანები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Diadem and temple rings. Gold. First half of the 4th century BC დიადემა და სასაფეთქლეები. ოქრო. ძვ.წ. IV საუკუნის პირველი ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Temple rings. Gold. Second half of the 4th century BC სასაფეთქლეები. ოქრო. ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Temple rings. Gold. Second half of the 4th century BC სასაფეთქლეები. ოქრო. ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Pectoral. Gold. First half of the 4th century BC პექტორალი. ოქრო. ძვ.წ. IV საუკუნის პირველი ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Pan. Bronze. 2nd century BC პანი. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Detail of bronze with gilding. 2nd-1st centuries BC მოოქრული დეტალი. ბრინჯაო. ძვ.წ. II-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Stand in the shape of a Siren. Bronze. From the mid-1st century hoard სადგამი სირენას გამოსახულებით. ბრინჯაო. ძვ.წ. I საუკუნის შუახანები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Herakles with a club. Bronze. 2nd-1st centuries BC კომბლიანი ჰერაკლე. ბრინჯაო. ძვ.წ. III-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Satyr. 3rd century BC. Bronze სატირი. ბრინჯაო. ძვ.წ. III საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Seated figurine holding a rhyton for wine – so-called toast-master. Bronze. 7th-6th centuries BC სავარძელში მჯდარი მამაკაცი ყანწით ხელში – ე.წ. თამადა. ბრინჯაო. ძვ.წ. VII-VI საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Maenad. Bronze. 2nd century BC მენადა. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Torso of a youth. Bronze. 2nd-1st centuries BC ჭაბუკის ტორსი. ძვ.წ. II-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Double-protoma figurine, detail. Clay. 8th-6th centuries BC ორპროტომიანი ფიგურა, დეტალი. თიხა. ძვ.წ. VIII-VI საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Half-capital. Limestone. 2nd century BC. ნახევარსვეტის კაპიტელი. კირქვა. ძვ.წ. II საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Head of the goddess. Clay. 2nd-1st centuries BC ქალღვთაების თავი. თიხა. ძვ.წ. III-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Masque of Dionysos. Terracotta. 2nd-1st centuries BC დიონისეს ნიღაბი. ტერაკოტა. ძვ.წ. II-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Eagle . Bronze. 2nd century BC არწივი. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Headdress decoration – open-work clip. Gold. Third quarter of the 4th century BC თავსამკაულის დეტალი – ჭვირული სამაგრი. ოქრო. ძვ.წ. IV საუკუნის მესამე მეოთხედი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Diadem. Gold. Mid-5th century. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Nike. Bronze. Second half of the 2nd century BC ნიკე. ბრინჯაო. ძვ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Cup (Oenochoa). Glass. 5th-4th centuries BC დოქი (ოინოხოა). მინა. ძვ.წ. V-IV საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Handle attachment in the shape of Medusa head. Bronze. Mid-1st century BC მედუზას თავი – ჭურჭლის ყურის სამაგრი. ბრინჯაო. ძვ.წ. I საუკუნის შუახანები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Handle of ritual vessel (patera). Bronze. First half of the 5th century. სარიტუალო ჭურჭლის (პატერის) ტარი. ბრინჯაო. ძვ.წ. V საუკუნის პირველი ნახევარი. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Goddess figurine. Clay. 6th-4th centuries BC ქალღვთაება. თიხა. ძვ.წ. VI- IV საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Boxer’s hand. 2nd-1st centuries BC მოკრივის ხელი. ბრინჯაო. ძვ.წ. III-I საუკუნეები. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Necklace, detail. 5th century BC. Gold ყელსაბამის დეტალი. ოქრო. ძვ.წ. V საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo
Necklace. Gold. 5th century BC ყელსაბამი. ოქრო. ძვ.წ. V საუკუნე. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნადო ხავიერ ურხიკო, Georgian National Museum / Fernando Javier Urquijo

„500 სტარტაპის“ დახმარებით, Raccoon-მა 900 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა

Sky Replacement – Photoshop-ის ახალი ფუნქცია, გამოსახულებაზე ცის შესაცვლელად