in

ღვინის ეტიკეტზე ნამდვილი ვარდის ფურცლები დაამაგრეს

იტალიაში ვენახების ირგვლივ ხშირად დაინახავთ ვარდებს. თუმცა მხოლოდ სილამაზისთვის კი არ არის, არამედ ღვინის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ნუტრიენტების დეფიციტსაც გაუმკლავდნენ და მცენარის დაავადებებსაც. სწორედ ამ მიზეზის გამო, ამ ყვავილებს sentinella-ს ეძახიან. საკმაოდ მგრძნობიარეა აღნიშნული საკითხების მიმართ და თითქოს მევენახეებსაც აფრთხილებს, მიიღონ შესაბამისი ზომები პრობლემის გამწვავებამდე. 

BOG
BOG

სწორედ ამ ამბავს გვიყვება ეტიკეტი, რომელზეც ვარდის ფურცლებია დატანილი. ასე თითქოს ცოცხალ გამოცდილებას ქმნის თაროზე, გამორჩეულ ადგილსაც იკავებს და ყვავილის სილამაზესაც გვაჩვენებს. ეტიკეტის ბოლო კი იმ ნიადაგს ასახავს, რომელშიც ვაზის კულტურა იზრდება. წერტილოვნად დატანილ ნიშანზე მწარმოებლის ლოგოსაც ამოიკითხავთ. 

ნამდვილი ვარდის ფურცლის ეტიკეტზე დამატება ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისადმი იტალიელი მევენახეების ერთგულებაზე მიგვითითებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მცენარის ბუნებრივ საკვებ დანამატად გამოყენება პატივს მიაგებს ნაკვეთის მოვლის უძველეს მეთოდებს, ამასთან, პრაქტიკულ მიზანსაც ემსახურება და ამბავსაც გვიყვება თითოეული ბოთლით. 

აქ არც მდგრადობაზე ზრუნვა დავიწყებიათ, ამიტომ ბოთლი სრულად გადამუშავებული მინისგან, ხოლო ქაღალდი ბამბის ბოჭკოსგანაა დამზადებული. იტალიური ღვინის ეტიკეტზე Numeroquattro-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა:

#ჯანსაღიგარემოშენიუფლებაა – კამპანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ

Omno — გადახდის სერვისების ორკესტრატორი