in

როცა დეტექტივი ბოთლად იქცევა — Varg Veum-ის ბრენდინგი

ამბავი ასეთია: Varg Veum Aquavit-ის ბრენდი და დიზაინი ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერი რომანის ავტორ გუნარ სტაალესენთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა — კრიმინალური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწერალია, Varg Veum-ის ნოველები 17 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონობით ასლიც გაიყიდა. მას ნორვეგიულ კრიმინალურ ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის შემოტანას მიაწერენ და სწორედ მისი ნამუშევრები იქცა 12-მდე ფილმის ინსპირაციად.

BOG
BOG

სუფრაზე ამ იდეის გადატანა კი მინიმალისტური და მარტივად ამოსაცნობი ბოთლით გადაწყვიტეს. თეთრი შრიფტით გამოირჩევა და მასზე ვეუმის სიმბოლო მგლის თათსაც აღმოაჩენთ. უხეში ყავისფერი ქაღალდითაა შეფუთული და ისეთივე არასრულყოფილია, როგორც თავად ეს დეტექტივი.

თუ უფრო ახლოდან დააკვირდებით, აქ ბერგენის, ვეუმის ქალაქისა და სანადირო ადგილის რუკას დაინახავთ, ხელნაწერ საგამოძიებო ჩანაწერებსა და დახვეწილ ტექსტურებს, რომლებიც თითქოს ჩრდილში ცხოვრებაზე მიგვანიშნებს. ამგვარად კი, Varg Veum Aquavit უბრალო სასმელი კი არა გამოგონილი სამყაროს ფიზიკური განსახიერებაა, დიზაინი, რომელიც გულშემატკივრებს მკაცრ, თუმცა ჰუმანურ ნორვეგიულ სამყაროში იწვევს. დანარჩენი თავად შეაფასეთ:
 

ძმობა და გზა წარმატებისკენ – Chivas Regal-ისა და ძმები არველაძეების კოლაბორაცია

Duolingo – აპლიკაციის ისტორია, რომელმაც ენების სწავლა გაამარტივა