AVON-ი 2015 წლის 31 ოქტომბერს განახორციელებს მასშტაბურ ვარდისფერ მსვლელობას თბილისში, რომელიც კონცერტით დასრულდება. თბილისში მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით და დასრულდება ვაკის პარკის ტერიტორიაზე სპეციალური კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები: ჯგუფი „ვაკის პარკი“, ჯგუფი „LOUDspeakers “, გია ნიკოლაძე, დათუნა სირბილაძე.
ვარდისფერ სამოსში ჩაცმული 500-ზე მეტი მონაწილე განახორციელებს მსვლელობას ცენტრალურ ქუჩებში, მსვლელობის დროს დარიგდება საინფორმაციო ფლაერები. მსვლელობის მიზანია მოვუწოდოთ ქალბატონებს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა, რომელსაც კომპანია AVON უფასოდ სთავაზობს ნებისმიერ მსურველს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ დროულად აღმოჩენილი დაავადების განკურნება შესაძლებელია!“ – აღნიშნავს ნუკრი კაპანაძე კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ ვიდეორგოლში. ვარდისფერ მსვლელობას, ასევე, უერთდებიან: რუსა ჩაჩუა, ეკა ხოფერია, ანსამბლი „შვიდკაცა“, ირინა ონაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა სირბილაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კომპანია AVON-ის ასობით წარმომადგენელი და თანამშრომელი, სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და ნებისმიერი მსურველი.
AVON საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო პროგრამას 2013 წლიდან შეუერთდა და პირველივე წელს შეძლო ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატის შეძენა, რომელიც განთავსებულია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ეივონის მამოგრაფიის კაბინეტში, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს უფასო ექოსკოპიური და მამოგრაფიული კვლევა და მიიღოს უფასო კონსულტაცია.
მსოფლიოში AVON 1992 წლიდან უძღვება საქველმოქმედო პროგრამას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მსოფლიოს 58 ქვეყანაში და ახდენს ფონდების შეგროვებას. დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 815 მილიონი დოლარია შეგროვებული.