ისედაც საკმაოდ აქტიურმა Samsung–მა 2017 წელი კიდევ უფრო დიდი შემართებით დაიწყო. სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრენდმა უკვე მეორედ გაახარა და გაახალისა მომხმარებელი ვიდეორგოლებითა და შემოთავაზებებით. ახალი წელი ისეთი წამოწყებებისთვის, როგორიც ფორმაში ჩადგომაა, მშვენიერი დროა. სწორედ ამ მიზნით შთაგონებული Samsung–ის რეკლამის გმირი დილას სირბილით იწყებს. მართალია, დასაწყისისთვის დიდი მანძილის დაფარვას ვერ მოახერხებს, მაგრამ მცდელობაც ხომ საქმეა. ასეთ დროს კი ყველაზე კარგი დამხმარე საშუალება ბრენდის მაჯის საათი Gear Fit2–ია.