in

მეცნიერებმა ვარსკვლავების წარმოქმნის ყველაზე რეალური სიმულაცია შექმნეს!

STARFORGE ერთდროულად ახდენს ვარსკვლავების წარმოქმნის, ევოლუციისა თუ დინამიკის მოდელირებას

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ვარსკვლავების წარმოქმნის ყველაზე რეალისტური, ყველაზე მაღალი რეზოლუციის 3D სიმულაცია შეიმუშავეს. შედეგი მართლაც გამაოგნებელია – მათემატიკური გათვლებით შესრულებული საოცრება, რომელიც მნახველებს საშუალებას აძლევს, ფერადი გაზის ღრუბლებს შორის ვარსკვლავთა დაბადებას უყურონ.

გამოთვლითი ჩარჩო STARFORGE (ვარსკვლავის წარმოქმნა აირულ გარემოში) პირველია, რომელმაც აქამდე არსებულზე 100-ჯერ უფრო მასიური გაზის ღრუბლების სიმულაცია შექმნა. თანაც, ეს არის პირველი სიმულაცია, რომელიც ერთდროულად ახდენს ვარსკვლავების წარმოქმნის, ევოლუციისა თუ დინამიკის მოდელირებას.

ამასთანავე, ის მოიცავს ვარსკვლავური უკუკავშირის, მათ შორის გამანადგურებლების, გამოსხივების, ქარისა და ახლომდებარე ზეახალი ვარსკვლავების აქტივობის აღრიცხვას – ხდება იმის ანალიზი, თუ როგორ ურთიერთქმედებს სხვადასხვა პროცესი ერთმანეთზე, საბოლოოდ კი, ვარსკვლავების წარმოქმნაზე.

“როდესაც ვარსკვლავების წარმოქმნას ვაკვირდებით, მოცემულ რეგიონში, მხოლოდ ვარსკვლავების ფორმირების ადგილებს ვხედავთ, რომლებიც დროშია გაყინული…”

როგორ ხდება ვარსკვლავების წარმოქმნა? – ეს არის ასტროფიზიკის მთავარი საკითხი… STARFORGE კი, უკვე დიდ როლს თამაშობს გარკვეული საიდუმლოებების ამოხსნაში – მაგალითად, როგორც ცნობილი გახდა, გაზის ჩქარი ნაკადები, რომლებიც თან ახლავს ვარსკვლავების წარმოქმნას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვარსკვლავის მასის განსაზღვრაში. ასე რომ, ვარსკვლავის ზუსტი მასის გამოთვლით, მკვლევრებს შეუძლიათ დაადგინონ მისი სიკაშკაშე და შინაგანი მექანიზმები, ასევე უკეთ განსაზღვრონ მისი სიკვდილის დრო.

“ხალხი უკვე რამდენიმე ათეული წელია სიმულაციას უწევს ვარსკვლავების წარმოქმნას, მაგრამ STARFORGE კვანტური ნახტომია ტექნოლოგიაში. სხვა მოდელებს მხოლოდ ღრუბლის პატარა ნაწილის იმიტირება შეეძლო. დიდი სურათის ნახვის გარეშე, ჩვენ გამოტოვებთ უამრავ ფაქტორს, რომლებმაც, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ვარსკვლავებზე” – ამბობს მაიკლ გრუდიჩი, პროექტის ხელმძღვანელი.

ასტროფიზიკოსები, ვარსკვლავების წარმოქმნის სრული, დინამიკური პროცესის აღსაქმელად, სიმულაციებს უნდა დაეყრდნონ. STARFORGE-ის შესაქმნელად მეცნიერთა გუნდმა ფიზიკის მრავალი ფენომენის გამოთვლითი კოდი შეიმუშავა. ზოგჯერ ერთი სიმულაციის ჩატარება სამ თვეს მოითხოვს, ამისათვის კი, მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერკომპიუტერს საჭიროებს.

რეაქტიული საწვავი მოდელირებისთვის

როდესაც მკვლევრებმა სიმულაცია რეაქტიული ძრავის გარეშე აწარმოეს, ვარსკვლავები ძალიან დიდი მასის აღმოჩნდა – 10-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე მზე. მისი დამატების შემდეგ კი, ვარსკვლავთა წონა უფრო რეალისტური გახდა – რეაქტიული ძრავა აქრობს გაზს, რომელმაც, შესაძლოა, ვარსკვლავში შეაღწიოს და მისი მასა გაზარდოს.

“გალაქტიკის წარმოქმნის აღქმა და გაგება, ვარსკვლავების წარმოშობის მოსაზრებებზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ გვესმის ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესები, გვესმის გალაქტიკის ფორმირებაც. გალაქტიკების წარმოქმნის გაგებით, ჩვენ უკეთ გავაცნობიერებთ, რისგან არის შექმნილი სამყარო… მოკლედ რომ ვთქვათ, იმის გარკვევა, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვიქეცით სამყაროს ნაწილად, ვარსკვლავების წარმოშობის დადგენაზეა დამოკიდებული” – აღნიშნავს გრუდიჩი.

აღსანიშნავია, რომ კვლევას “STARFORGE: Toward a comprehensive numerical mode of star cluster formation and feedback” მხარს უჭერს მეცნიერების ეროვნული ფონდი და NASA.

„ჩემს გადაწყვეტილებას სწორ დაბრუნებას დავარქმევდი“ – შალვა ციხელაშვილი

„თამამად შეგვიძლია, რეგიონში #1 საკონდიტრო – საწარმო გავხდეთ“ – „მადარტი“