in

შესაძლოა, ვარსკვლავი პლანეტას შთანთქავდეს — კვლევა

რამდენად სტაბილურია პლანეტარული სისტემები? უცვლელ გზას ადგანან თუ ერთ დღესაც შეიძლება ჩვენი კოსმოსური სახლი დაგვატოვებინონ? ფიზიკოსებმა უკვე იციან იმ წესების შესახებ, რომლებიც ორი ციური სხეულის მოძრაობას განაგებს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ როგორც კი მათ მესამე ემატება, დინამიკა მეტად კომპლექსური ხდება. არაპროგნოზირებადი არასტაბილურობა წარმოიქმნება, რა დროსაც ობიექტი, შესაძლოა, შემთხვევით გაისროლოს კოსმოსში ან მისი მასპინძელი ვარსკვლავისკენ… 

M2
M2

თუმცა ეს მეცნიერებისთვის ახალი ამბავი არ არის: სამი სხეულის პრობლემა უკვე საუკუნეების მანძილზე წარმოადგენს მათთვის გამოწვევას. ერთ-ერთი დაბრკოლება კი ის არის, რომ ჩვენ შედარებით ცოტა ვიცით იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია მსგავსი კატასტროფული არასტაბილურობების წარმოქმნა. თუმცა ახალი კვლევა ამ საკითხს ნათელს ჰფენს — ახლომდებარე ვარსკვლავების შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ 10-დან ერთმა წყვილმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, პლანეტა გადაყლაპოს“. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ პლანეტამ თავის ორბიტაზე არაბალანსირებული მოძრაობა განავითარა და ვარსკვლავში ჩავარდა. 

კვლევისას ნიმუშებში არსებული წყვილი ვარსკვლავების სულ მცირე 8% აჩვენებდა მსგავს ქიმიურ ანომალიებს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ერთმა ვარსკვლავმა შთანთქა პლანეტარული მასალა, როცა მის გარშემო ბრუნავდა. ამ სიგნალის დასაფიქსირებლად გადაწყვიტეს, ტყუპ ვარსკვლავებზე კონცენტრირებულიყვნენ, რომლებიც ერთდროულად ერთი და იგივე მასალების ნაზავიდან დაიბადა. 

გუნდმა სპექტოსკოპიული მონაცემები ტყუპი ვარსკვლავების 91 წყვილისგან შეაგროვა, რითაც ადრე ჩატარებულ კვლევებზე მეტად მასშტაბური ნაშრომის ავტორებიც გახდნენ… აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ტყუპისგან განსხვავდებოდა და გარკვეული ქიმიური ელემენტების უფრო დიდ ოდენობასაც შეიცავდა; ნახშირბადსა და ჟანგბადთან შედარებით — უფრო მეტ რკინას, ნიკელსა თუ ტიტანს. სწორედ ეს განსხვავებები მიუთითებს მეცნიერებისთვის იმ ფაქტზე, რომ ვარსკვლავმა პლანეტა გადაყლაპა.

გამოდის, თუ მასპინძელი ვარსკვლავი პლანეტარული სისტემის ერთ ან უფრო მეტ წევრს ჩაყლაპავს, სისტემების დინამიკაც არასტაბილური უნდა იყოს. თუმცა ეს უფრო მეტად პლანეტარული სისტემების ადრეულ ცხოვრებაში იქნებოდა გავრცელებული, როცა ისინი 100 მილიონი წლის იყვნენ. დღეს კი ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან შესწავლილი ვარსკვლავები მილიარდობით წლისაა. მიუხედავად ამისა, ქიმიური ანომალიები უფრო ბოლოდროინდელი არასტაბილურობების შედეგია, რამაც ვარსკვლავები აიძულა, პლანეტები თუ სხვა პლანეტარული მასალები მოეხმარა. 

ბებია, როგორც ინფლუენსერი — Samsung-ის რეკლამა

ლიბერთის წარმატების ისტორია „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში