11
იან
2017

მოწყვეტილი ვარსკვლავი თუ KIA–ს ულამაზესი მანათობელი ავტომობილი?!

11 იან 2017

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. სამხრეთ კორეა სწორედ ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც დაბინძურება უკვე შესამჩნევი ხდება. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ ნელ-ნელა ქვეყანაში ვარსკვლავებიანი ცაც კი ქრება. არადა, ვარსკვლავების ყურება ყველას ხიბლავს და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც მოწყვეტილ ვარსკვლავს დაინახავს.

BOG PLUS

 

იმისთვის, რომ კორეის მოსახლეობას ამ განსაკუთრებული მოვლენის ხილვის საშუალება კვლავ ჰქონოდათ, KIA–მ გადაწყვიტა თავად შეექმნა მოწმენდილი, ვარსკვლავებიანი ცა და ერთი განსაკუთრებული ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, რომლის დანახვაზეც ყველა მაშინვე სურვილს ჩაიფიქრებს. ამისთვის, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე საჰაერო ბურთი, დიდი მძლავრი პროექტორები და ერთი განსაკუთრებული ავტომობილი გამოიყენეს. ავტომობილი, თავისი ვიზუალით, სისწრაფით, მოძრაობითა და სპეციალური LED–განათებებით, ნამდვილად ჰგავს მოძრავ ვარსკვლავს.

განხილვა