ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა — 18 სეგმენტიანი პირველადი სარკის რეგულირების ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დასრულდა. ტელესკოპმა ერთი ვარსკვლავის 18 ასლი ექვსკუთხა ფორმაციაში გააერთიანა და შედეგად, ყოველი გამოსახულება იდეალურად ერწყმის ერთ მკვეთრს ფოკუსს… მიღებული გამოსახულება კი განსაცვიფრებელ ციურ ფიფქს მოგვაგონებს.
“მიღებული ფოტო გვიჩვენებს, რომ გუნდმა ვების სარკის 18 ძირითადი სეგმენტი წარმატებით გამოიყენა ერთი ვარსკვლავის 18 ფოკუსირებული ასლის ექვსკუთხა ფორმაციაში შესაკრებად”, — წერენ NASA-ს წარმომადგენლები.
მეთიუ ლალო, სისტემური მეცნიერი და ტელესკოპის ხელმძღვანელი, განმარტავს: “ამ კონკრეტულ ნიმუშზე ვარსკვლავების გამოსახულებების მანიპულირება ისე ხდება, რომ მათ შედარებით იგივე განლაგება ჰქონდეს, როგორც სარკეებს”.
ამის შემდეგი ეტაპი “სეგმენტების გასწორებაა” — ეს პოზიციონირების ნებისმიერ შეცდომის გამოსწორებას გულისხმობს, პირველადი სარკის ცალკეულ სეგმენტებში. სეგმენტის გასწორების წარმატებით დასრულების შემდეგ, გუნდი დაიწყებს მესამე ფაზას — “გამოსახულების დაწყობას”, რომელიც საბოლოოდ 18 სურათს ერთი ნათელი ვიზუალის მისაღებად გააერთიანებს.
როგორც ლალო აღნიშნავს, სამსაფეხურიანი პროცედურა გუნდს საშუალებას მისცემს, “ცვლილებების ვიზუალიზაციის ინტუიციური და ბუნებრივი გზა” განიცადოს. “შეგვიძლია, რეალურად დავინახოთ, რომ პირველადი სარკე ეტაპობრივად იღებს თავის ზუსტ, წინასწარ განზრახულ ფორმას”.
შეგახსენებთ, რომ სარკეების სწორად განლაგება ვების ექსპლუატაციაში გაშვების მთავარი მიზანია, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში დასრულდება.