in

მეცნიერები გიგანტური ვარსკვლავის უჩვეულო აფეთქებას ვერ ხსნიან

როგორც ვიგებთ, ირმის ნახტომში არსებული უცნაური ვარსკვლავის აფეთქება გიგანტური ვარსკვლავის ხელწერას ჰგავს, რომელიც მილიარდობით წლის წინ არსებობდა… J0931+0038-ის ქიმიური შემადგენლობა კი იმდენად უცნაურია, რომ იგი მხოლოდ დიდი ვარსკვლავის ნარჩენებისგან შეიძლება იყოს შექმნილი, რომელიც მზის მასას სულ მცირე 50-ჯერ აღემატება და რომელმაც შექმნა ელემენტები მანამ, სანამ სუპერნოვად იქცეოდა… კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ თეორიულად, მსგავსი მასიური ვარსკვლავი პირდაპირ შავ ხვრელში უნდა აფეთქებულიყო, არც სუპერნოვამდე მისულიყო და არც უცნაური ელემენტები შეეგროვებინა. 

M2
M2

მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. მაშინ რაც უნდა მომხდარიყო, გასაოცარი იქნებოდა. ჩვენ სუპერნოვას წინაპარს Barbenheimer Star დავარქვით მისი საოცარი ნუკლეოსინთეზის გამო, — აცხადებს ალექს ჯი, ასტრონომი. 

J0931+0038 დაბალი მასის მქონე წითელი გიგანტური ვარსკვლავია, რომელიც ირმის ნახტომის დისკთან ახლოს, ე. წ. გალაქტიკის ჰალოში გვხვდება. იქ, სადაც ძალიან ბევრი ძველი და უცნაური ვარსკვლავია ნაპოვნი, ამიტომ ასტრონომები ხშირად ეძებენ აქ ცნობებს ადრეული სამყაროს შესახებ. 

საინტერესოა ისიც, რომ J0931+0038-ის ვარსკვლავი პირველად SDSS-მ 1999 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მაშინ ფერადი ვერსია არ გვქონდა და ასე გაგრძელდა 2019 წლამდე, სანამ შემდგომი დაკვირვებებით ვარსკვლავის სინათლის სრული სპექტრი დაფიქსირდა. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის იყო, რამაც მეცნიერებს მისი ქიმიური შემადგენლობის იდენტიფიცირების საშუალება მისცა.

თანაც გამოავლინეს, რომ იგი აქამდე ნანახი ვარსკვლავის შემადგენლობებიდან არცერთს ჰგავდა — გასაოცრად მცირე იყო მასში ელემენტები, რომლებიც პერიოდულ სისტემაში ნატრიუმთან და ალუმინთან ახლოსაა, მაგრამ მდიდარი იყო რკინასთან ახლოს მყოფი ელემენტებით, იქნება ეს ნიკელი თუ თუთია. რაც შეეხება რკინაზე მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა სტრონციუმი და პალადიუმი, იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო… 

მეცნიერთა ვარაუდით, აღმოჩენილი მეტალების უმრავლესობას ერთი წყარო უნდა ჰქონდეს, რომელსაც მეტალებით ნაკლებად მდიდარ ნუკლეოსინთეზის წყაროდ აღწერენ — ვარსკვლავი, რომელიც მზის მასას 50-80-ჯერ აღემატება, აფეთქდა კოსმოსში და დატოვა ღრუბელი, რომელშიც J0931+0038 დაიბადა. 

გასაოცარია, მაგრამ ელემენტების ფორმირების არსებული მოდელებიდან არცერთი ხსნის იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არც რაღაცების შეცვლით გამოვა მარტივად, რადგან მოცემული ელემენტების მთლიანი ნიმუში ურთიერთსაწინააღმდეგოა, — განმარტავენ მკვლევრები.

J0931+0038 კვლავ გამოწვევად რჩება მეცნიერებისთვის, რომელთან გამკლავების გზად ისინი კიდევ უფრო მეტი ასეთი ვარსკვლავის პოვნას მიიჩნევენ.

მუდმივად ცვალებადი სამუშაო გარემო HP-ის ვიდეორგოლში

„პროტაგონისტი vs ანტაგონისტი“ — სთორითელინგის მარტივი ფორმულა