in

მეცნიერებმა ვარსკვლავისა და პლანეტის ჰიბრიდი აღმოაჩინეს

ODISEA-ს პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს, რომელიც სტანდარტულ მნათობად არ ითვლება, რადგან წყალბადის ბირთვული სინთეზისთვის ზედმეტად მცირე მასა აქვს. ხოლო აირის გიგანტ ეგზოპლანეტებთან შედარებით მეტისმეტად მასიურია. მის კოსმოსურ სივრცეში დასაფიქსირებლად ასტრონომიული ინტერფერომეტრი ALMA გამოიყენეს.

M2
M2

მართალია, ODISEA-ს მისია ყავისფერი ჯუჯების აღმოჩენა არ არის, მაგრამ მეცნიერებმა გველისმჭერის მოლეკულურ ღრუბელში მოულოდნელად ნახშირბადის მონოქსიდის ოვალური გარსი დააფიქსირეს, რომელიც ფართოვდებოდა. ამიტომაც გადაერთო მათი ყურადღება პროტოპლანეტური დისკოებიდან SSTc2d J163134.1-ად წოდებულ ჯუჯაზე.

აღნიშნული ობიექტი პლანეტისა და ვარსკვლავის ჰიბრიდს წარმოადგენს და მას 0.05 მზის მასა აქვს. იგი ჩვენგან დაახლოებით 453 სინათლის წლითაა დაშორებული.

საგულისხმოა, რომ ვიდრე ამ ობიექტამდე მივიდოდნენ, მკვლევრებმა გარსის წარმოქმნის მიზეზად სხვადასხვა ჰიპოთეზა განიხილეს — მათ შორის იყო მოლეკულური ღრუბლის მკვრივი ბირთვის კოლაფსი და მის უკან მდებარე მნათობის მასის დაკარგვა.

უძრავი ქონების სააგენტო „რედ ჰაუსი“ AI-ზე დაფუძნებულ ახალ პლატფორმას ქმნის

AI-მ გენდერული მიკერძოებების თავიდან არიდება შეძლო