in

ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიკროსკოპული ცხოველების გაგზავნა იგეგმება

შესაბამისი მინიატურული ხომალდის წონა სულ რაღაც 1 გრამი იქნება

ბევრი ჩვენგანი ოცნებობს შორეულ კოსმოსში მოგზაურობაზე… მართალია, ეს კაცობრიობის შორეულ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ მეცნიერები უკვე იკვლევენ ტექნოლოგიას, რომელიც ვარსკვლავთაშორის სივრცეში მცირე ზომის ზონდების, StarChip-ების გაგზავნის საშუალებას მოგვცემს. რაც მთავარია, ზონდებს დისტანციის დასაფარად შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება.

M2
M2

ამჟამინდელი წარმოდგენით, მინიატურული ხომალდის წონა სულ რაღაც 1 გრამი იქნება. მძლავრი ლაზერების დახმარებით კი, იგი სინათლის სიჩქარის მეხუთედს მიაღწევს. მაგალითისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მზესთან უახლოეს ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრამდე მისასვლელად დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.

რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის მოწყობილობებში ადამიანები ვერ ჩაეტევიან… თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მიკროსკოპულ ცხოველებზე, რომელთა მაგალითზეც, ცოცხალ ორგანიზმებზე სწრაფი კოსმოსური მგზავრობის გავლენის შესწავლა იქნება შესაძლებელი.

როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, მსგავს მისიებში მონაწილეობის მისაღებად შეგვიძლია, ნელამავლები, იგივე წყლის დათვები (ტარადიგრადები) და ნემატოდთა სახეობის C. elegans წარმომადგენლები გამოვიყენოთ. ამის მიზეზს კი ის წარმოადგენს, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა და ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას ახერხებს.

“ვნახავთ, ემახსოვრებათ თუ არა დედამიწიდან შორს, თითქმის, სინათლის სიჩქარით წასულებს ჩვეული ქცევები. შევისწავლით მათ მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიას, ნევროლოგიურ, რეპროდუქციულ ფუნქციებსა და დაბერების პროცესს. ექსპერიმენტთა უმეტესობა, რომელიც ამ ცხოველებზე ლაბორატორიაში ტარდება, კოსმოსში, StarChip-შიც განხორციელდება”, — ამბობს კვლევის თანაავტორი პროფესორი ჯოელ როტმანი.

აღსანიშნავია, რომ ამ იდეის ფონზე მეტად გააქტიურდა ისეთი თეორიები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი გალაქტიკა მოწინავე ცივილიზაციის ლაბორატორიული ექსპერიმენტია. “ცხადია, ადამიანები მზად არიან იფიქრონ მოწინავე ცივილიზაციებზე. კითხვები კარგია, მაგრამ პასუხები უკეთესია. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ კითხვებზე ვფიქრობთ, ვიდრე შესაბამის პასუხებს მივიღებთ”, — აღნიშნავს პროფესორი ფილიპ ლუბინი.

რა თქმა უნდა, მეცნიერები ზოგიერთ ეთიკურ საკითხსაც ეხებიან. კვლევაში საუბარია ცხოველების სხვა ვარსკვლავურ სისტემაში გაგზავნის რისკსა და ციური სხეულების “ბიოლოგიურ დაბინძურებაზე.

Associated Press ფოტოჟურნალისტების NFT ნამუშევრების გასაყიდ პლატფორმას ქმნის!

POSTRED-მა HBO-ს ტელეშოუ Euphoria-ს ხმის დიზაინზე იმუშავა!