კაირ ირვინგმა, პოლ ჯორჯმა, ისაია ტომასმა და NBA-ს კიდევ შვიდმა გამორჩეულმა კალათბურთელმა 2K Sports-ის თამაშის ახალი ვერსიის NBA 2K-ისთვის შექმნილ სარეკლამო ვიდეორგოლში მოიყარეს თავი. თამაში უკვე 19 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი ბრენდმა მისთვის ეფექტური რეკლამის მომზადება გადაწყვიტა და სააგენტო CP+B LA-სთან ერთად, ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობის ვიდეო გაავრცელა. თამაშის ახალი ვერსია კალათბურთის მოყვარულებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობებით და პერსონაჟებით იქნება სავსე.
https://www.youtube.com/watch?time_continue=146&v=3eFKX96JDUs