in

ნახეთ: ვარსკვლავური ომების პერსონაჟებით შთაგონებული ჭურჭლის კოლექცია

გარდა სასიამოვნო დიზაინისა, ცნობილი პერსონაჟების ჭურჭლის ამპლუაში გამოყენება მოსახერხებელიც იქნება.

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ლუკასმა, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რობოტების წყვილი გაგვაცნო. 45 წლის წინ ვარსკვლავური ომები IV — “ახალი იმედი” გამოვიდა, სადაც C3PO და R2D2 პირველად გამოჩნდნენ და მაყურებლის დიდი სიმპათიაც დაიმსახურეს… 

ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, Corkcicle-მა ვარსკვლავური ომებით შთაგონებული ჭურჭლის სრული კოლექცია შემოგვთავაზა. ის ვარსკვლავური ომების ყველა სახასიათო  პერსონაჟს მოიცავს, თუმცა C3PO-ისა და R2D2-ის წყვილი აქაც გამორჩეულ ადგილს იკავებს. რობოტების ნაცვლად, კოლექციაში ნახავთ თერმოსსა და სამგზავრო ჭიქას, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციურად ერწყმის ერთმანეთს, არამედ მათი ფორმები, ფერები და პროპორციაც ზედმიწევნითაა დაცული. 

გარდა სასიამოვნო დიზაინისა, ცნობილი პერსონაჟების ჭურჭლის ამპლუაში გამოყენება მოსახერხებელიც იქნება. ორივე, C3PO თერმოსი და R2D2 სამგზავრო ჭიქა, დამზადებულია სამმაგი იზოლირებული უჟანგავი ფოლადისგან, რაც ნებისმიერი ტემპერატურის სითხის ხანგრძლივი დროით გადატანას ხდის შესაძლებელს და რობოტული წყვილის სამოგზაუროდ წაყვანისკენ გიბიძგებთ. 

რაც მთავარია, ისინი არ შეიცავს BPA-ს , რომელსაც მსგავს პროდუქტებში ხშირად შეხვდებით და, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. უჟანგავი ფოლადის ზედაპირი პროდუქტს ნაკაწრებისგან იცავს და უმაღლეს გამძლეობას სძენს, ხოლო მისი სილიკონის რბილი დეტალები იმ ზედაპირის დაცვაზე ზრუნავს,  რომელზეც ჭურჭელს მოათავსებთ.

დასვენების 7 ტიპი, რომელიც ყველას გვაკლია

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე – „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება