სისტემური რასიზმისა და უთანასწორობის გამო, ფერადკანიანთა კანის ჯანმრთელობას დიდი ხნის განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რაც მელანომის განვითარების რისკსაც ზრდიდა. სწორედ ამ მოცემულობას დაუკავშირა Vaseline-მა თავისი უახლესი კამპანია — Mended Murals, რომელიც მთავარ ძალად მურალებს იყენებს.
პროექტის ფარგლებში, ბრენდმა ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ბალტიმორსა და ჰარტფორდში არსებული დაზიანებული მურალების ნაწილი აღადგინა. ასე აჩვენა განსხვავება, რომელსაც მცირეოდენი მოვლა ქმნის — როგორც ხელოვნებაში, ისე კანის ჯანმრთელობაში.
Vaseline რამდენიმე მხატვართან თანამშრომლობდა, რათა მათი თითოეული ნამუშევარი შესაბამისად აღდგენილიყო. „ჩემთვის პატივია, ვითანამშრომლო ბრენდთან და ვიყო იმ ინიციატივის ნაწილი, რომელსაც დადებითი გავლენა ექნება ხალხის ფსიქიკურ, სულიერ თუ ფიზიკურ კეთილდღეობაზე“, — აღნიშნავს ერთ-ერთი მხატვარი.
საგულისხმოა, რომ გარდა ვიზუალური კამპანიისა, Vaseline 250 000 დოლარს სწირავს ადგილობრივ ჯანდაცვის კლინიკებს.