in

ვატიკანი NFT-ების გალერეის მოწყობას გეგმავს

უკვე უამრავი NFT ვიხილეთ და თითქოს, არც არაფერი უნდა გვიკვირდეს… თუმცა ნამდვილად მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვატიკანი ცდილობს, ამ უხლეს ტენდენციას აჰყვეს. უფრო კონკრეტულად, მეტავერსში NFT-ების ციფრული ხელოვნების გალერეის მოწყობა იგეგმება — ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობა, რომელიც ვატიკანის მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია პროექტის დეტალები და მედიაც ვერ ახერხებს ვატიკანის სასულიერო პირებთან დაკავშირებას. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ პროექტზე ორი კომპანია მუშაობს  Sensorium და Humanity 2.0.

„ჩვენ მოუთმენლად ველით Sensorium-თან მუშაობას, რათა ხელოვნების დემოკრატიზაციის გზები გამოვიკვლიოთ და ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური და გეოგრაფიული შეზღუდვებისა. Sensorium-თან პარტნიორობას შეუძლია ჩვენი ამ მიზნამდე მიყვანა“, — მამა ფილიპ ლარი, Humanity 2.0-ის თავმჯდომარე:

Sensorium არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს მეტავერსიას მაღალი ხარისხის იმერსიულ გამოცდილებაზე —დაწყებული ულტრა-რეალისტური ვირტუალური შოუებით, დასრულებული ინტერაქციული თამაშებით.

„ობი-ვან კენობის“ მეორე ტრეილერი გამოვიდა

Audi და Porsche ფორმულა 1-ს უერთდებიან