ვატიკანი პოპკულტურის სამყაროს ახალ სახეს წარუდგენს — ანიმეს თილისმაა, რომელსაც Luce უწოდეს. ახალგაზრდა აუდიტორიასთან დასაკავშირებლად შეიქმნა და იმისათვის, რომ Holy Year 2025-ის პოპულარიზაცია შეძლოს. ლუსი Pilgrims of Hope-ის საიუბილეო თემატიკას ეძღვნება.
ლურჯი თმითა და ყვითელი საწვიმრით ცხოვრების ქარიშხლებში რწმენით სვლის სიმბოლოა. არქიეპისკოპოსმა რინომ კი ლუსის ოფიციალური წარდგენისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკლესიას ახალგაზრდებთან დაკავშირება სურს, რაც სწორედ იქ ყოფნით წარმოუდგენიათ, სადაც ეს თაობა გვხვდება.
თილისმის შექმნაზე სიმონ ლეგნომ იმუშავა, რომელიც პოპკულტურის ბრენდის tokidoki-ის დამაარსებელია. პერსონაჟს პილიგრიმივით ტალახიანი ბოტები აცვია, საკუთარი კვერთხიც აქვს და, თუ კარგად დააკვირდებით, თვალებში სკალოპის ფორმის ნაპერწკლებსაც დაინახავთ — ეს ადამიანის გულში იმედის სიმბოლოა…
ყვითელი საწვიმრის ინსპირაცია კი ვატიკანის დროშის ფერები გახლავთ, ხოლო მისი, როგორც პილიგრიმის მოგზაურობა, ადამიანებს სიმართლისკენ მავალი გრძელი და რთული გზისკენ შეახსენებს. ლეგნო კი იმედოვნებს, რომ ასე ლუსის ემოციები ახალგაზრდა აუდიტორიასთან რეზონანსული იქნება.
თუმცა ლუსი ამ მისიას მარტო არ შეუდგება, პატარა ძაღლი Santino ჰყავს და მეგობრები Fe, Xin და Sky. თილისმის დებიუტი Lucca Comics-სა და Games in Italy-ზე შედგება, რაც ქვეყნის მთავარ პოპკულტურის ღონისძიებებს წარმოადგენს. შემდეგ კი იაპონიაში Expo 2025-ზე წარდგება. ასე ვატიკანი იმედოვნებს, რომ ეკლესიის მესიჯს, რაც ერთიანობასა და სულიერ განახლებას ეხება, საუკეთესოდ წარმოაჩენს. ხოლო ლუსის როლია, მომლოცველებს ამ გზაზე წარუძღვეს…