სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე, საკუთარი Facebook გვერდიდან წერილს ავრცელებს რუსულ ენაზე, სადაც რუსულ საზოგადოებას საკუთარი როლის გააზრებისაკენ მოუწოდებს. ქართულად წაკითხვა აქვე შეგიძლიათ, რუსულად კი – ამ ბმულზე.
რუსებო!
ვწერ თქვენსავე ენაზე, რათა უკეთ გაიგოთ სათქმელი. სავარაუდოა, რომ ჯერაც ვერ აღიქვამთ, რა ხდება თქვენს თავს ახლა. თქვენი ცხოვრება მკვეთრად იცვლება. უარესისკენ. როგორც ჩანს, სამუდამოდ. თქვენ გადახვედით იმ ზღვარს, რის შემდეგაც წინანდელ მდგომარეობაში გადასვლა შეუძლებელი იქნება. ე.წ. მოსაბრუნებელი წერტილი თქვენ უკვე გაიარეთ. თქვენ გაირიყებით. ყველგან, მთელ მსოფლიოში. და არამხოლოდ თქვენ, თქვენს შთამომავლობასაც კი ძალიან გაუჭირდება იმ სტიგმისგან გათავისუფლება, რაც ახლა მყარდება.
არამხოლოდ უკრაინა და საქართველო არ იქნება „თქვენი“, არამედ ამ რაღაც ყალბ კავშირში, არამედ ბელარუსიც – როგორც კი მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოკვდება (და ზუსტად ვიცით, ეს გარდაუვალია).
ტუკი „თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზღვარი“, როგორც თავად ამართლებთ საკუთარ ქმედებებს, სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, ეს უკვე აღარაა უსაფრთხოება, არამედ საშიშროება, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენთ.
იცით, რატომ მივილტვით NATO-სკენ? მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენგან ვიყოთ დაცულები! რადგან თქვენგან წამოსული აგრესიის მუდმივ მოლოდინში ვცხოვრობთ. ასე იყო ყოველთვის – გასული რამდენიმე საუკუნის მანძილზე – და არ არსებობს ნიშანი, რომ რაიმე შეიცვლება, პირიქით.
თქვენი მეფეები სასტიკად ღალატობდნენ ჩვენს მეფეებს, თქვენი მმართველები დაგვცინოდნენ ჩვენ, ჩვენს ენას, სარწმუნოებას, ღირებულებებს. სხვადასხვა ეპოქაში თქვენი რწმუნებულები ანადგურებდნენ, ხვრეტნდნენ და გადასახლებაში უშვებდნენ ჩვენს რჩეულ თანამოქალაქეებს, რომელთა შორის, ჩემი ოჯახის წევრებიც არიან.
ყველგან, სადაც თქვენ მიდიხართ, მიგაქვთ სიბნელე და დეგრადაცია. არსად უყვარხართ, არსად უხარიხართ. თქვენი ლიდერი, რომელიც ღიად ცდილობს საბჭოთა კავშირის ხელახლა ფორმირებას, ხოლო მის დაშლას ისტორიულ შეცდომად აფასებს, სინამდვილეში ცდილობს აღადგინოს კაცობრიობის უდიდესი ბოროტება (ბევრად დიდი, ვიდრე ფაშისტური გერმანიაც კი).
თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ, ან ღიად უნდა დაუპირისპირდეთ ამ გარემოებას (და ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ხმა აღწევს ჩვენამდე), ან თქვენც ხართ ამ პროცესის ნაწილი და თქვენი ტოლსტოები, დოსტოევსკები და ჩაიკოვსკები გინდათ, წაიღეთ – ესაა კულტურული შირმა, რომლის უკანაც საკუთარ ნამდვილ სახეს მალავთ.
უკრაინელი ერი აუცილებლად მოგიშორებთ თავიდან და საფუძველს ჩაუყრის მოვლენებს, რომლებიც თქვენსავე „წითელ მოედანზე“ დასრულდება. ამ დროს, ტავადვე დაწვავთ საკუთარი ბელადის მუმიას, რომელიც რომელიღაც ძველეგვიპტური ტრადიციის მიხედვით, მთელი საუკუნეა წევს ე.წ. ქრისტიანული ქვეყნის შუაგულში. თქვენს ამჟამინდელ ლიდერს კი, რომელმაც თავი რეინკარნირებულ სტალინად ან ვინმე სხვად წარმოიდგინა და მსოფლიო მორალის ბოლო ინსტანციად მოაქვს თავი, საშინელი სასჯელი ელის.
კიდევ უფრო უარესი ბედი ელით მის ადგილობრივ პროტეჟეებს, რომლებმაც ფესვები გაიდგეს ხელისუფლებაში, საეკლესიო იერარქიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. სამწუხაროდ, ეს არაა ახალი ფენომენი, თუმცა ისტორია მკაფიოდ აყენებს ყველაფერს თავის ადგილას და სამშობლოს გამყიდველებს ჯოჯოხეთის ყველაზე ცხელ ადგილებს უთმობს.
დღეს, უკრაინა ყველას აჩვენებს, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი თავისუფლება.
უახლეს ისტორიაში ჩვენც არაერთხელ ვიტვირთეთ ეს მისია და ძალიან კარგად ვიცით ამ ყველაფრის ფასი.
ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე.
ჩვენი შვილები იცხოვრებენ თავისუფალლ ქვეყნებში და უსსაზღვრო მადლობა მამაც უკრაინელებს იმისათვის, რა ძალითაც განამტკიცეს ეს რწმენა.
ჩემი ცხოვრების მიზანია – სამუდამოდ დავტოვოთ საბჭოთა კავშირი. ასეთები კი, ბევრნი ვართ.
თქვენი ცხოვრების მიზანია – დაგვაბრუნოთ საბჭოთა კავშირში.
ჩვენი გზები ერთმანეთს მკვეთრად ცდება.
თუკი იქ ძალით დაგვიწყებთ გათრევას, უბრალოდ, არაფერი გამოგივათ.
ამ ეპოქაში, ამ გარემოებაში, ამ სცენარში – არავითარი შანსი არ გაქვთ.
თქვენ უკვე წააგეთ!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!