წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო VAVAVA-ს 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.
შემოქმედებითი სააგენტო ვავავა უკვე მე-6 წელია, რაც კომპანიებსა და ბრენდებს აუთსორსზე სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას სთავაზობს. ამ სფეროში გუნდის დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმატებულ პროექტებს სწორედ სტრატეგიის, ბრენდინგისა და ციფრული პროექტების ნაწილში ვითვლით.
2023 წლის განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ 5 მსხვილი სტრატეგიული და 15-მდე ბრენდინგის პროექტი, შევქმენით 150-ზე მეტი ფოტო და ვიდეო კონტენტი, ვმართავთ 20-მდე სოციალურ მედია არხს.
ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბაზარზე დავნერგეთ არის ბრენდ მენეჯერის მომსახურება, რომელიც ორიენტირებულია დამკვეთის პროექტების განხორციელებაზე; ეს ინოვაციური მიდგომა ეხმარება კომპანიებს თამამად აგვირჩიონ და გვანდონ ბრენდები და გუნდში ჩვენი 1 თანამშრომლის დამატებით, ისარგებლონ სარეკლამო სააგენტოს სრული მომსახურებით (დიზაინი, ედვერთაიზინგი, კრეატივი, ივენთ მენეჯმენტი…); ამ იდეის დაბადება, პირველ რიგში, იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ მივხვდით, მარკეტინგს მხოლოდ გარედან და სააგენტოს ჭრილიდან ხარისხიანად ვერ მართავ, საჭიროა კომპანიის შიგნით პროცესებში ღრმად ჩახედვა და ყოველდღიური მოთხოვნილებების ანალიზი, რაც საბოლოო ჯამში, ამარტივებს კავშირს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის და ზრდის შედეგიანობას.
2023 წელს, ჩვენთვის, ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა ვავავას გუნდში სალომე ბეჟიტაშვილის პარტნიორების რიგებში შემოერთებაა. ის სააგენტოს ლიდია და თითოეული პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ზრუნავს.
მარკეტინგი ყოველდღიურად იცვლის სახეს და იკრებს ახალ ძალას, სტანდარტული სარეკლამო მიდგომები მომხმარებელზე სულ უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას, რადგან უამრავი სარეკლამო ინფორმაცია ტრიალებს ჩვენს გარშემო და მისი გაფილტვრა და დეტალებზე დაკვირვება იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, დრო გადის და აღქმა ვეღარ ხდება.
ჩვენი ამოსავალი ყოველთვის არის საქმიანი პროცესის კონსტრუქციულად მართვა და რეალურად ხელშესახები, სასარგებლო კომუნიკაციის წარმოება; გვსურს გავაქარწყლოთ წარმოდგენა საზოგადოებაში მარკეტინგის მხრიდან საეჭვო დაპირებებზე და ვეცადოთ, რომ სამყარო უფრო მშვენიერი გახდეს ყოველი ახალი სიტყვით, რასაც წარმოვთქვამთ და საქმით თუ პროექტით, რომელსაც განვახორციელებთ.
რა თქმა უნდა მთავარი სურვილია, დავიმსახუროთ შეფასება – ვა ვა ვა..!
კეთილი სურვილებით,
ვავავა