„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო VAVAVA-ს პორტფოლიოდან გიზიარებთ კამპანიებს, რომელიც მე-6 წელია საქართველოში კომპანიებსა და ბრენდებს სრულ საკომუნიკაციო მხარდაჭერას სთავაზობს. გუნდს გამოცდილება აქვს, სტრატეგიის, ბრენდინგისა და ციფრული მედიისთვის კონტენტის წარმოების თუ მართვის ნაწილში.
შატო მუხრანი

თბილისი მოლი
ახალი წლისთვის შეიქმნა ელფის ილუსტრაცია თბილისი მოლისთვის, რომელიც ვიდეოში გააცოცხლეს.
Black Friday ვიდეო თბილისი მოლისთვის
ფოტო კონტენტი გასტრონომისთვის
ბრენდინგი „ბაზარი ორბელიანი“
რებრენდინგი „ეშვი კიდს’
რებრენდინგი „თამაშობანა“ და ბრენდინგი „თამაშობანა ზეიმი“
ბრენდინგი და ფოტო კონტენტი ჭაჭისთვის
ბრენდირებული მასალები გასტრონომისთვის
ღვინო „Colors of Georgia”
„კამპანიაში, სადაც შენი ქვეყნის შემოვლა და სილამაზეების ხელახლა ან თავიდან აღმოჩენა გიწევს, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სააგენტოს გულში. 1 წლის განმავლობაში, მშვენიერი საქართველოს ოთხივე სეზონზე მონახულება და ამ ყველაფრის ერთ ფერადოვან და ხასიათიან ვიდეოდ შეკვრა დიდ სითბოს აღვიძებს ყოველ ჯერზე თითოეულ ჩვენგანში“.