in

როგორია ვახშამი ჯეისონ სტეტჰემთან და გალ გადოტთან ერთად?!

სუპერთასი ამერიკულ ფეხბურთში, სარეკლამო სფეროს გააქტიურებისა და თავის გამოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი მიზეზია. ყოველწლიურად, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა ტარდება. ბრენდებიც მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერში ჩართულები იყვნენ და სუპერთასის განმავლობაში, თავიანთი სარეკლამო შესაძლებლობები ყველანაირად გამოავლინონ.

 

Wix.com დამწყები ბიზნესმენებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა მარტივი და ეფექტური ვებგვერდის შესაქმნელად. ბრენდმა სულ ახლახანს გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი და ახალი ვარსკვლავი “ქალი საოცრებას” როლის შემსრულებელი, გალ გადოტი იღებენ. მსახიობები სარეკლამო ვიდეორგოლშიც თავის როლში არიან და რესტორანში მშვიდ ვახშამს, ნამდვილ საბრძოლო მოედნად აქცევენ. ამ დროს კი, რესტორნის შეფმზარეული იმდენად არის თავისი ბიზნესისთვის ვებგვერდის შექმნით გართული, რომ საერთოდ ვერ ამჩნევს, როგორ ენგრევა თავზე ყველაფერი.

“გრძელი სიტყვა” ყოველთვის მოკლედ არ ითქმის – ჯეოსელის კამპანია

1 წუთში ჩატეული 365 დღე! როგორ მზადდებოდა TBC ბანკის ვიდეო