14
Nov
2019

როგორები იქნებოდნენ ფიროსმანის პერსონაჟები დღეს – ვაჟიკა შანიძის ნამუშევრები

14 Nov 2019

გიფიქრიათ, სად ერთობა „აქტრისა“ მარგარიტა პარასკევ საღამოს, ან რას აკეთებს მეთევზე ლექციების შემდეგ? საერთოდ, როგორები იქნებოდნენ ფიროსმანის პერსონაჟები დღეს, ჩვენს გვერდით რომ ეცხოვრათ?! – ნახეთ, გრაფიკული დიზაინერის, ვაჟიკა შანიძის ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები!

„დახატული პერსონაჟები არასოდეს იცვლებიან, მხატვარს ისინი გადააქვს ტილოზე და სამუდამოდ ტოვებს კონკრეტულ გარემოსა და სივრცეში. შესაბამისად, არც მათი ვიზუალი იცვლება. გადავწყვიტე, ისინი გამეცოცხლებინა – ამ ეტაპზე ფიროსმანის პერსონაჟები. როგორები იქნებოდნენ, დღეს, ჩვენს გვერდით რომ ეცხოვრათ, რას ჩაიცვამდნენ, რას შეჭამდნენ ან როგორ გაერთობოდნენ?! ვეცადე, ჩვენი ცხოვრების სტილი, ეს ყოველდღიურობა მათზე მომერგო და ცოტა გამეხალისებინა კიდეც პერსონაჟების სტატიკური მდგომარეობა“, – ამბობს ვაჟიკა შანიძე.

 

განხილვა