1. ვაზისუბნის მამული, ღვინის მოყვარულებს ახალ ღვინოს სთავაზობს.
საქართველოში ახალი, სიცოცხლით სავსე ღვინო გამოჩნდა, რომელსაც 9 მტევანი ჰქვია. ზუსტად 9 მზე და 9 ყურძნის მტევანია საჭირო იმისთვის, რომ ეს ერთი, კონკრეტული ბოთლი ღვინო დამზადდეს, რომლის მოცულობაც 0.750 მლ-ია.
9 მტევანი მზესთან ასოცირდება, სწორედ ამის მოტივებზე და ინსპირაციით, შექმნა ცნობილმა პოეტმა რატი ამაღლობელმა ფრაზა — „ერთ ჭურჭელში დაეტია 9 მზით სავსე 9 მტევანი“.
ღვინის შეძენა უკვე შესაძლებელია ქართულ ბაზარზე, ყველა მსხვილ და საშუალო ღვინის ბარებსა თუ რესტორნებში.
9 მტევანი აერთიანებს ოთხ ქართულ წამყვან თეთრ ჯიშს — ქისი, მწვანე, ხიხვი და რქაწითელი. ღვინის შეფერილობა ღია ოქროსფერია, რომელსაც მომწვანო ანარეკლი დაჰყვება. თეთრი ღვინის ტექნოლოგიით დამზადებული ეს თეთრი, მშრალი ღვინო, მდიდარია ციტრუსებისა და ტროპიკული ხილის, ასევე კომშისა და თეთრი თუთის არომატებით. გემოზე იგრძნობა თეთრი ქლიავისა და ველური ატმის ბუკეტი. 9 მტევანს აქვს ცოცხალი სხეული და პიკანტური დაბოლოება, რომელიც ინტეგრირებულია კრემოვან, ჯანმრთელი ლექის ტონებთან.
2. ჭაჭისა და კოქტეილების მოყვარულებისთვის, ვაზისუბნის მამულს კიდევე ერთი სიახლე აქვს.
ვაზისუბინს მამულის პრემიუმ ხარისხის, ორნახადი ყურძნისეული ჭაჭა გოლდი ხასიათდება ღია ქარვისფერი, ოქროსფერი ანარეკლით, რომელსაც აქვს ყურძნის, გვირილის, ვანილისა და ორცხობილას არომატები. გემოზე არის — ნაზი, დაბალანსებული და თბილი.
ჭაჭა გოლდი დაძველებულია 5 წლის მანძილზე და დამზადებულია სამი სხვადასხვა ყურძნის ჯიშისგან (საფერავი, მწვანე, რქაწითელი).
ვაზისუბნის მამულის ჭაჭისგან შესაძლებელია განსაკუთრებულად არომატული და გემრიელი კოქტეილების აწყობა და ის განსაკუთრებულად ეხამება ზამთრის ცივ დღეებს.
კოქტეილის რეცეპტი
ვაზისუბნის მამულის ჭაჭა გოლდი – 0.05მლ
შაქრის სიროფი – 0.02მლ
ლიმონის წვენი – 0.03მლ
კვერცხის ცილა – 1ც
ყინულის კუბიკები
დამზადების ხერხი:
- შეავსეთ შეიკერი ყინულის კუბიკებით
- ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ შეიკერში
- ენერგიულად შეანჯღრიეთ
- ბლენდი ჩაასხით შეციებულ ჭიქაში
- გემრიელად მიირთვით
[R]