in

„უნიკალური გამოცდილება, ვახშამი ვენახებში“- ვაზისუბნის მამული

სასტუმრო „ვაზისუბნის მამული“ სტუმრების მისაღებად მზად არის. კახეთში, მე-19 საუკუნის აღდგენილ სასახლეში დამსვენებლებს დიდი არჩევანი აქვთ: აუზი, იოგას გაკვეთილები, ღვინის ტურები და დეგუსტაცია, მეღვინე ლადო უზუნაშვილთან ერთად, ვახშამი ვენახებში, პიკნიკები მამულში, ტური კახეთის გარშემო.

აქ ორი საუკუნის წინ სულხან ჭავჭავაძის სასახლე იყო და მამულის ისტორიაც 1869 წელს, მისი დაბადებით იწყება. თავადი იმ დროისთვის პროგრესულად მოაზროვნე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ. მის სასახლეს მისივე თანამოაზრეები ხშირად სტუმრობდნენ.

„ვაზისუბნის მამულის“ (გურჯაანი, სოფელი ვაზისუბანი) რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ახლა კი მზად არის ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს.

„რამდენჯერ გიოცნებიათ, ყოფილიყავით ლამაზი ფილმის გმირები, მზის ჩასვლის დროს მწვანე ვენახში მეგობრებთან ერთად ჩაკარგულები?! მე-19 საუკუნის აღდგენილი ვაზისუბნის მამული დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ. დაგეგმეთ უნიკალური ვახშამი ჩვენს ვენახებში კახური პეიზაჟის ფონზე და ვაზისუბნის მამულის საუკეთესო ღვინის თანხლებით. მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი საოცნებო კადრები ახლა უკვე ვაზისუბნის მამულში იქმნება“.

 

[R]

როგორი ხმა აქვს უსაფრთხოებას? – McDonald’s-ის კამპანია

„თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში“ – ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს