in

„შეჭამე, რომ დაამარცხო“, ანუ აჩვენეთ ეს ვიდეორგოლი ბავშვებს

ბავშვების დიდი ნაწილი ბოსტნეულის სიყვარულით არ გამოირჩევა, თანამედროვე მშობლების უმეტესობა კი სხვადასხვა ხერხისა თუ ხრიკის გამოყენებით, ცდილობს შვილს ის საჭირო ვიტამინები მიაწოდოს, რომელიც ორგანიზმის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ბრიტანულმა კომპანიამ – Veg Power, ამ საკითხს ვიდეორგოლი მიუძღვნა. კამპანია „შეჭამე, რომ დაამარცხოს“ ფარგლებში, სააგენტო adam&eve DDB-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი აპოკალიპტურ სურათს გვიჩვენებს. ბოსტნეული კაცობრიობის მტერია, რომელიც მას თავს ესხმის, მტერთან გამკლავება კი მისი ჭამით შეგვიძლია.

სუპერგმირობა მარტივია – მსოფლიოს გადარჩენა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. აჩვენეთ ეს ვიდეორგოლი ბავშვებს და ბოსტნეული აღარ იქნება!

დროა, იმოგზაურო! – „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ბილაინის“ ერთობლივი პროექტი

სნუპ დოგის „კურთხევა“ და კამპანია Smoooth Dogg