in

ვეგანურმა ბრენდმა სუნამო ბეკონის არომატით გამოუშვა

ხორცის შემცვლელების შემუშავებისას, კვების ტექნოლოგიათა ფირმები დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ვიზუალს, გემოსა და სურნელსაც კი.

BOG
BOG

ვალენტინობის დღისთვის, მაშინ როცა Idaho-მ გამოუშვა ფრანგული ფრი კარტოფილით შთაგონებული სუნამო, მცენარეული ხორცის მწარმოებელმა, THIS-მა შექმნა სრულიად ვეგანური სუნამო, რომელსაც ბეკონის სუნი აქვს. Eau de Isn’t Bacon-ად წოდებული არომატი ისეა დამზადებული, რომ მომხმარებელს გაუჭირდება გარჩევა, ხორცისგან არის ის დამზადებული თუ ბოსტნეულისგან.

როგორც გამოცემა Plant-Based News იტყობინება, THIS-მა ასეთი სუნამოს გამოშვების გადაწყვეტილება კვლევის ჩატარების შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც გამოჩნდა, რომ ყოველი მესამე ბრიტანელი ბეკონს ყველაზე სექსუალურ სურნელად აღიქვამს.

სუნამოს ძირითადი ნოტები ხის, კვამლისა და ქონდრის არომატებია. THIS ასევე ამბობს, რომ მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას ხრაშუნა ბეკონის დიზაინიც ამაღლებს სუნამოს გარეკანზე.

მწარმოებელი აცხადებს, რომ თავიდან მხოლოდ 120 ფლაკონი ჰქონდა გათვლილი, თუმცა შეკვეთებმა 25000 მოთხოვნას გადააჭარბა.

ჩინურმა როვერმა მთვარის შორეულ მხარეს მინის ბურთულები აღმოაჩინა

რატომ აზიარებენ ადამიანები დეზინფორმაციას?