in

ლას-ვეგასს ახალი სლოგანი აქვს

“What happens here, only happens here“ (რაც ხდება აქ, ხდება მხოლოდ აქ) – ეს ლას – ვეგასის ახალი სლოგანია, რომელიც, ოფიციალურად, ქალაქის მმართველებმა GRAMMY-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარადგინეს. სიახლის შესახებ საზოგადოებას ჯგუფ Aerosmith-ის წევრებმა, კრისტინა აგილერამ, შანია ტვეინმა და სხვა ვარსკვლავებმა ამცნეს.

 

ახალი სლოგანი ძველის სახეცვლილი ვარიანტია – 2003 წლიდან, ვეგასის მთავარი გზავნილი “What happens in Vegas, stays in Vegas” (რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში) იყო.

ლას – ვეგასის მმართველობაში თვლიან, რომ ახალი სლოგანი ძველის ევოლუცია და დახვეწილი ვერსიაა, რადგან, პირველ შემთხვევაში ცოტა ბუნდოვანი იყო “stays in Vegas” (რჩება ვეგასში), ახლა კი ზუსტად გამოიხატება ამ ქალაქის მთავარი ხიბლი – მათი თქმით, არსებობს რაღაცები, რაც მხოლოდ ვეგასში ხდება და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.

სოციალური ქსელებისა და „ონლაინ“ კომუნიკაციისთვის შეიქმნა სპეციალური „ჰეშთეგიც“ – #OnlyVegas

„ასე რომ, როცა ფიქრობთ სხვადასხვა ამბავზე, იქნება ეს „ვალენტინობა“, მარტის დღესასწაულები და ა.შ. იცოდეთ, მხოლოდ ვეგასი აქცევს მათ რაღაც განსაკუთრებულ გამოცდილებად“.

კურორტ გოდერძიზე „ამბასადორის“ $30 მილიონიანი სასტუმრო იხსნება

Louis Vuitton პირველ კაფე-რესტორანს ხსნის