15
Apr
2019

ბანანის ფოთლები ცელოფნის პარკების ნაცვლად

15 Apr 2019

გარემოზე ზრუნვა, დღეს, ძალიან აქტუალური საკითხია – ცელოფნის პარკების მოხმარება ერთ-ერთი პრობლემაა. საქართველოში ამ მიმართულებით ახალი რეგულაციები ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. ბევრმა ქვეყანამ პრაქტიკული გამოსავალი იპოვა, მაგალითად, ვიეტნამის რამდენიმე სუპერმარკეტში ბოსტნეულს ბანანის ფოთლებში ფუთავენ. 

ეს სუპერმარკეტების ქსელ Lotte Mart-ის ერთგვარი ექსპერიმენტია – ბანანის ფოთლებში გახვეული ბოსტნეული ჯერ მხოლოდ რამდენიმე ფილიალში იყიდება. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს, პროდუქცია იგივე შეფუთვით ყველა მაღაზიაში შეიტანოს. 

როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები ასე შეფუთულმა ბოსნეულმა გააკვირვა. თუმცა, საბოლოოდ, ექსპერიმენტი მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა. Lotte Mart-ის წარმომადგენლები, ბოსტნეულის შემდეგ, ბანანის ფოთლებში ხორცის შეფუთვასაც აპირებენ. 

ინიციატივა საინტერესო აღმოჩნდა ბაზრის სხვა მოთამაშებისთვისაც – ბოსნეულის შესაფუთათ ბანანის ფოთლები სუპერმაკეტერბის ქსელმა Big C და Saigon Co.op-მაც გამოიყენეს.

განხილვა