საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.
„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან [19 მარტი] უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- ამბობს გია ლომინაძე
კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.
ამ თემაზე, პირველი შეხვედრა, ეკონომიკის სამინისტროსა და სამკერვალო კომპანიებს შორის, 16 მარტს გაიმართა.
წყარო: IPN