in

დიზაინერმა Porsche 930 Turbo-ს ქანდაკება შექმნა

2023 წლის სინგაპურის ხელოვნების კვირეულისთვის Porsche და Mandala Club გაერთიანდნენ — ხელოვანმა დენილა არშამმა კი უახლესი პროექტი წარმოადგინა, რომელიც ავტომობილის ზუსტ მწარმოებელზე მიგვითითებს. 

BOG
BOG

არშამი სპორტული მანქანებისადმი სიყვარულს კვლავ ამჟღავნებს და Porsche 930 Turbo-ს წარმოგვიდგენს, რომელიც 1974 წლიდან 1989 წლამდე იწარმოებოდა. კლასიკური ავტომობილი ცისფერი ფერით აქვს წარმოდგენილი და დეტალურად იმეორებს მის ორიგინალ არქიტექტურას. 

VEILED PORSCHE-ს პატარა ქანდაკება თითქოს დრომ შემოინახა, რის შთაბეჭდილებასაც დიზაინერის მიერ გამოყენებული ძველებური ტექნიკა ტოვებს, ვინტაჟურ მანქანას მოძრაობაში აჩვენებს, რითაც მას თანამედროვე ელფერსაც სძენს. სულ რაღაც 7.3 კილოგრამს იწონის და თითოეული ნაწილი სამგანზომილებიანი ავთენტურობის ბარათებით ინდივიდუალურად არის დანომრილი…

დაბოლოს, კარგი ამბავიც გვაქვს, თუ გსურთ VEILED PORSCHE-მ თქვენს სახლში დაიდოს ბინა, მისი შეძენა არშამის საიტზე 13 იანვარს 12 საათიდან იქნება შესაძლებელი.

Note to Self — გაერთიანებული სამეფოს უჩვეულო საარჩევნო კამპანია

რა არის ქრონიკული გაღიზიანება და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?