in

Vela Pazza-ს ვიზუალური იდენტობა ზღვის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული

ღვინის ბრენდ Vela Pazza-ს ახალი ვიზუალური იდენტობა ზაფხულის განწყობებითა და გარემოზე ზრუნვის ხასიათით გამოირჩევა. ბოთლის ბრენდინგი მთლიანად იმ ადამიანებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნავენ, კერძოდ, ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ იბრძვიან.

„მდგრადი გადაწყვეტილებების არჩევა გვეხმარება საზღვაო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, ეს არის წრიული არჩევანი, რომლის ფარგლებშიც, ყველაფრის გადამუშავება და გარემოზე სათანადოდ ზრუნვა ხდება“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მწვავე საკითხი არა თუ მძაფრი ვიზუალური მეტაფორებით, არამედ მსუბუქი და სასიამოვნო დეტალებითაა გადმოცემული. სხვა სიტყვებით, სწორი ქმედების დადებით შედეგებს უსვამს ხაზს, ნაცვლად არასასურველი რეალობის ასახვისა.

Meta-ს ახალი AI სისტემა ტექსტებს მუსიკად გარდაქმნის

ნახეთ: კრეატიულ კოსტიუმებად ქცეული ნარჩენები