in

ბნელი ენერგიის კამერამ მკვდარი ვარსკვლავის დეტალური ფოტო გადაიღო

Vela Supernova Remnant ვარსკვლავის სიკვდილის შემდგომ პერიოდზე გვაწვდის ინფორმაციას. მეცნიერები მას „გიგანტური ვარსკვლავის კოსმოსურ გვამად“ მოიხსენიებენ — ეს არის გაფართოებული ნისლეული, რომელიც ვარსკვლავის ნარჩენებისგან შედგება. როგორც ჩანს, დაახლოებით 11 000 წლის აფეთქდა, ახლა კი Victor M. Blanco 4-მეტრიან ტელესკოპზე დამონტაჟებულმა ბნელი ენერგიის კამერამ (DECam) მისი დაფიქსირება შეძლო.

M2
M2

დედამიწიდან 800 სინათლის წლის მანძილზე „ველას სუპერნოვას“ ნარჩენი დაახლოებით 100 სინათლის წლისაა. ამ ფერადი და დეტალური სურათის გადასაღებად კი, ასტრონომებმა გააერთიანეს მრავალი ექსპოზიცია, რის შედეგადაც მიიღეს 35,786 35,881-პიქსელიანი გამოსახულება.

„ველას სუპერნოვას ნარჩენი მხოლოდ მასიური ვარსკვლავის აჩრდილია, რომელიც ოდესღაც არსებობდა. როდესაც ვარსკვლავი აფეთქდა 11000 წლის წინ, მისი გარე ფენები იძულებით ჩამოიშალა და მიმდინარე რეგიონში გაიფანტა, რამაც დარტყმითი ტალღები გამოიწვია. სწორედ ამის შედეგს ვხედავთ დღეს“, — განმარტავს ასტრონომთა გუნდი.

გამოსახულებაში წითელი, ყვითელი და ცისფერი ფერების მისაღწევად მეცნიერებმა სამი DECam ფილტრი გამოიყენეს. თითოეული სინათლის კონკრეტულ ფერზეა პასუხისმგებელი — შესაბამისად, დამოუკიდებლად გადაღებული ფოტოები საბოლოოდ დაასინთეზეს და ეს მაღალი გარჩევადობის გამოსახულება მიიღეს.

გარდა იმისა, რომ ასტროფოტოგრაფიის გასაოცარი ნიმუშია, ეს სურათი ასტრონომებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ვარსკვლავის გვიანი ეტაპების ძირითადი მახასიათებლები. ამავდროულად, ზოგიერთი ელემენტი შეიძლება ახალი ვარსკვლავის ჩამოყალიბებასაც უწყობდეს ხელს.

5 ნაბიჯი საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს