გლობალური ბრენდი და ქართველი e-commerce ბაზრის ლიდერი, მომხმარებლებისთვის პროდუქციის ავთენტური ასორტიმენტის შეთავაზებისა და შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ.
ეს თანამშრომლობა როგორც adidas-ის, ისე ველისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს და ადგილობრივ ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის – ავთენტურობის, ხელმისაწვდომობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მიმართულებით.
adidas-ის წარმომადგენლების თქმით, პარტნიორის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი ველის მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი ხარისხის სერვისი გახდა.
„ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებლებს არა მხოლოდ ავთენტური და უახლესი კოლექციები, არამედ საიმედო სერვისი და ბრენდთან უფრო მჭიდრო კავშირი შევთავაზოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელმისაწვდომობა, არამედ სპორტისა და ცხოვრების აქტიური სტილის ირგვლივ ინსპირაციის გაზიარება. adidas და VELI იზიარებს ინოვაციის, ავთენტურობისა და მომხმარებლისადმი ზრუნვის საერთო ხედვას – სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა ბუნებრივი და შთამაგონებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვხედავთ, რომ ველი adidas-ის ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდება საქართველოში”.
ველის ციფრულ თაროებზე უკვე შეხვდები adidas-ის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს და ასევე Mercedes AMG F1-თან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პარტნიორობამდე არაერთი გამოწვევა გავიარეთ, ჩვენთვის ეს თანამშრომლობა მომხმარებლებისათვის გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებული შოპინგგამოცდილების შექმნას ემსახურება, რაც ველისთვის მთავარი პრიორიტეტია. თანამშრომლობა გრძელვადიანია და პროდუქტის ასორტიმენტის მუდმივ ზრდასა და განახლებას მოიაზრებს”, – ლუკა ჩიქვინიძე, VELI.store-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი
adidas-ის ოფიციალური კოლექციების VELI.store-ზე გამოჩენა ქართული ელ.კომერციისთვის ახალი ეტაპია, სადაც გლობალური ხარისხი და ადგილობრივი გამოცდილება ერთიანდება.
[პარტნიორის კონტენტი]










