in

საყიდლების ციფრული ველი, ამაზონის გამოცდილება და მოკლე დროში მოპოვებული კმაყოფილი მომხმარებელი Veli.Store-ში

რას აკეთებ, როცა ტექნიკის, სურსათის, წიგნების, სათამაშოების ან შენთვის საჭირო სხვა ნივთის შეძენა გსურს? დიდი ალბათობით: ჯდები ტრანსპორტში, მიდიხარ მაღაზიებში და იწყებ შოპინგს. ხარჯავ უამრავ დროს თვალიერებასა და სასურველი პროდუქტის შოვნაში, ერთი მაღაზიიდან მეორეში გადაადგილებაში; შემდეგ შეძენილი ნივთები უნდა წამოიღო სახლში, ამასობაში კი დიდი დრო გავიდა და უკვე ფეხებიც დაგეღალა სიარულით. 

თუმცა რას იტყვი, თუ გაიგებ, რომ იგივე საჭიროების პროდუქტების საყიდლად სხვა სცენარის გავლაც შეიძლება? მისი სკრიპტი ასე გამოიყურება:

შედიხარ საიტზე, რეგისტრირდები რამდენიმე წამში, ჩამოშლი კატეგორიებს, ნახულობ სასურველ პროდუქტებს, ყიდულობ და იმავე დღეს, დაყოვნების გარეშე კურიერს მოაქვს შენი სახლის კართან, ყოველ სამუშაო დღეს და შაბათ-კვირასაც. მიღების დროსაც თავად ირჩევ და რამე თუ ვერ გაიგე, მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ კონსულტანტები მუდამ მზად არიან შენს დასახმარებლად. ეს Veli.Store-ის, ციფრული მაღაზიის სცენარია, რომელიც იმდენად მრავალფეროვან პროდუქტს გთავაზობს, რომ მას შეგვიძლია, საყიდლების ციფრული ველიც ვუწოდოთ.

თუ როგორ ახერხებს ასეთ ოპერატიულობას და რა გამოცდილება აქვს გუნდს, რომელიც ამ ახალ ბრენდს ქმნის, მისი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი – ანი კანდელაკი გვეტყვის:

M: ანი, დავიწყოთ იმით, რომ veli.store რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად გამოჩნდა. როგორია მომხმარებლის აქტიურობა, შეფასება, რა საკითხები გამოავლინა ფართო საზოგადოებაზე პლატფორმის გაშვებამ?

მომხმარებლის აქტიურობა და შეფასება არის ძალიან დადებითი. ქართულ e-commerce-ში ბევრია უარყოფითი გამოცდილება – უკვეთავ ნივთს, რომელიც მარაგში არ არის, ნივთის მიწოდება ხდება დიდი ხნის შემდეგ და არც იცი, როდის მოგიტანენ, გადახდაც ხელზე ხდება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან უცხო და მოუხერხებელია. შეკითხვებზე პასუხის მიღება კი რთულია.  Veli.store ამ დისკომფორტს აქრობს და შოპინგს სასიამოვნო და უმარტივეს პროცესად აქცევს.

Veli.store-ის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან და როცა ამას უფასო მიწოდებაც ემატება, ეს ნამდვილად კონკურენტულ სერვისს ქმნის. 

ჩვენთან რასაც შეუკვეთავ, იმას აუცილებლად მოგიტანთ, შეძენის პროცესი უმარტივესი და უსაფრთხოა, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი კი ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცემს პასუხს და პროცესშიც დაგეხმარება. ეს ყველაფერი მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ვფიქრობ, ველი ქართული e-commerce-ის სივრცეში, ახალ სტანდარტებს ამყარებს. 

M: გთხოვთ, გამოყოთ პლატფორმის რამდენიმე უპირატესობა, რომელიც თქვენ, როგორც მომხმარებელს veli.store-ზე ყველაზე მეტად მოგწონთ?

პირადად მე პირველივე დღიდან ველის მომხმარებელი ვარ და ჩემთვის ეს ძალიან დიდი კომფორტია. პირველ რიგში, სწრაფი, უფასო მიტანა კარამდე – თანაც ძველ სახლში ვცხოვრობ, სადაც ლიფტი არ არის და ვერ წარმოიდგენთ, ველი როგორ მიმარტივებს ცხოვრებას. უამრავი დრო და ენერგია მეზოგება. სხვადასხვა ტიპის პროდუქტი ერთიანად შემიძლია გამოვიწერო და არ ვიარო ცალ-ცალკე მაღაზიებში. 

ყოველთვის საინტერესო სიახლეები გვაქვს და პროდუქტის ფართო ასორტიმენტი – გვემატება კატეგორიები, სერვისები, სხვადასხვა აქციები. ერთ-ერთი ასეთი სასიამოვნო სიახლე – თბილისის გარშემო, აგარაკებზე 3 საათში უფასო მიწოდებაა. 

M: სერვისებთან მიმართებით, მით უმეტეს ციფრულთან, ყოველთვის ჩნდება კითხვები მომხმარებლისგან. როგორ უზრუნველყოფთ მომხმარებელთან კომუნიკაციას და მისთვის დროული ინფორმაციის მიწოდებას?

რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სერვისი სიახლეა, მომხმარებლებს ბევრი სხვადასხვა კითხვა უჩნდებათ, დაწყებული პროდუქტზე ინფორმაციით, დამთავრებული შეძენის პროცესით.

ამიტომ მომხმარებლის მოსმენის უამრავი ინსტრუმენტი გვაქვს, იქნება ეს სოც.მედია, რეკლამა თუ მეილი. ამ არხების გამოყენებით მომხმარებელი აქტიურად იღებს პროდუქტზე ინფორმაციას და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. 

მომხმარებელზე ზრუნვის გუნდში ვცდილობთ მაქსიმალურად ამომწურავად გავცეთ ყველა შეკითხვას პასუხი.  მათ შორის შაბათ-კვირასაც და თან დილის 8 საათიდან – ღამის 11 საათამდე. ჩვენ გვიხარია მომხმარებელთან კომუნიკაცია და ჩვენი მიზანიც, მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. 

M: თქვენ მუშაობდით Amazon-ში, რომელიც ერთ-ერთი ტოპ e-commerce ბრენდია მსოფლიოში. რა გამოცდილება მიიღეთ იქ და რაში დაგეხმარათ ეს ველი.სთორზე?

Amazon-ში ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე და ვეცადე, კომპანია customer service-ის „დარგში“ ყველა მხრიდან შემესწავლა, წამოვიღე დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება.  

ამაზონი არის მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, სადაც მომხმარებლებზე ზრუნვა ნომერ 1 პრიორიტეტია. სწორედ ეს customer obsession გადმომაქვს და ვნერგავ ველიში. 

ველის მომხმარებელი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მათ უკუკავშირს ყოველთვის ვუსმენთ და ახალი სერვისებისა თუ შეთავაზებების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ. მათი აზრი გვეხმარება, ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ კომპანიის თითოეული რგოლი და მომხმარებელთან ერთად მუდმივად განვვითარდეთ.

M: რით განსხვავდება ამაზონის გამოცდილება ქართულისგან?

ამაზონმა ონლაინ შოპინგის ახალი სტანდარტები დაამყარა მსოფლიოში. პირველ რიგში, ამაზონზე შეკვეთის პროცესი არის ძალიან მარტივი და სწრაფი. გაქვს პროდუქტების მრავალფეროვნება, სანდო სერვისი და გუნდი, რომელიც ყოველთვის მომხმარებლის გვერდითაა.

საქართველოში მომხმარებელი ასეთ გამოცდილებას ჯერ არ არის მიჩვეული. ხშირია უნდობლობის ფაქტორი – მაგალითად, ბარათის მონაცემების ჩაწერა ვებგვერდზე ან მოსალოდნელი პროდუქტისგან განსხვავებული შედეგის მიღების შიში, რადგან აქამდე მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის დროს ასეთი შემთხვევები ახსოვს. 

Veli.store-ის საწყობში დავნერგეთ ამერიკული სოფტი, რომელიც სასურველი პროდუქტის მარაგში არ ქონის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. 

M: რა სიახლეებს გეგმავს veli.store კიდევ მომხმარებლის ლოიალობის ასამაღლებლად?

ველი ბევრ კარგ სიახლეს გეგმავს. სულ ცოტა ხნის წინ განვადება დაგვემატა. მათ შორის თიბისის 6-თვიანი 0%-იანი განვადება, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საყიდლების ღირებულება დამატებითი პროცენტის გარეშე გაანაწილოს ექვსად. 

ასევე, სიახლე, რაც ძალიან მოსახერხებელია, ველის სასაჩუქრე შეფუთვაა! ამ უფასო სერვისის დახმარებით, მომხმარებელი ველიზე არჩეული საჩუქრისთვის შეფუთვას ვებგვერდზევე არჩევს, ადრესატი კი მას შეფუთულს, კეთილი სურვილებით სავსე ბარათთან ერთად საქართველოს ნებისმიერ წერტილში იღებს. 

ერთ-ერთი სერვისი, რომელიც უახლოეს მომავალში გვემატება, არის B2B – მომხმარებლები შეძლებენ ველიზე კომპანიის სახელით დარეგისტრირებასა და პროდუქტების შეძენას. 

ახლო მომავალში კიდევ ბევრი სხვადასხვა აქცია და სიურპრიზი გვექნება, რომელთა შესახებ მომხმარებელი ველის სოციალური ქსელებისა და ვებგვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ელ.ფოსტიდან პირველი გაიგებს.

[R]

5 საუკეთესო მანქანა მოგზაურობის მოყვარულებისთვის

EE-ს კომიქსი ბავშვებს ტელეფონის უსაფრთხოდ გამოყენებას ასწავლის