VELI.store ის ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც მომხმარებელს გამოსვლის დღიდან მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. მისი მიზანი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა და ელკომერციის სფეროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა. ამ მიზნის განსახორციელებლად, გუნდში არ წყვეტენ იმაზე ფიქრს, კიდევ რით გაუმარტივონ თავიანთ მომხმარებელს ნივთების ონლაინ შეძენა. ის, ვინც ველიზე შოპინგობს, ზოგავს ყველაზე ძვირფას რესურსს – დროს. სწორედ ამის აღსანიშნავად, ცოტა ხნის წინ VELI.store-მა მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის გადმოწერაც, როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.
იმ სამყაროში, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა სმარტფონთან ასოცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შოპინგის შესაძლებლობა ტელეფონითაც გვქონდეს. ველიმაც სწორედ ეს გაითვალისწინა და ყველაფრის ერთ სივრცეში, რამდენიმე დაწკაპუნებით შეძენის საშუალება მოგვცა, რაც შოპინგის მარტივ გამოცდილებას გვიქმნის.
ველიზე 40.000-მდე უნიკალური პროდუქტია განთავსებული სხვადასხვა კატეგორიაში. აქ იპოვით როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ისე ჰიგიენურ საშუალებებს, სახლის მოვლის პროდუქტებს და ა.შ. სია საკმაოდ გრძელია. აქვე შეგიძლიათ კარგი საჩუქარი გაუკეთოთ ახლობელ ადამიანებს ისე, რომ ამაში ბევრი დრო არ დაგეხარჯოთ. ველიზე ნივთების შეკვეთა და უმოკლეს დროში მისამართზე მიწოდება უფასოდ ხდება. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია დააკვირდეს კურიერის მარშრუტს და ნახოს, როდის რა ადგილზე მდებარეობს მისი შეკვეთა.
რადგან საჩუქრები ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ველიზე შეძენილი ნივთების უფასოდ შეკვეთის ფუნქციონალსაც ადვილად იპოვით. ამრიგად, როცა საჩუქარს იყიდით, ველიში მას ლამაზად შეგიფუთავენ, თანაც დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
ყველა ის ფუნქციონალი, რაც ველის დესკტოპ ვერსიას აქვს, ახლა უკვე მომხმარებლის სმარტფონშია! თუ როგორ გადაწყდა ველიში ახალი აპლიკაციის შექმნა, ამაზე არჩილ ფირიაშვილი, ველის CEO გვესაუბრება.
M: რატომ გადაწყდა VELI.store-ის აპლიკაციის შექმნა, იყო თუ არა ამაზე მოთხოვნა მომხმარებლისგან?
ველის სტრატეგია პირველივე დღიდან დღემდე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. ამ გამოცდილებას ბევრი სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თვითონ პლატფორმის მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დახვეწილი დესკტოპ ვერსია გვაქვს, აპლიკაცია მობილურის მომხმარებლების გამოცდილებას კიდევ უფრო უკეთესს გახდის და ამ გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია. აპლიკაციის მეშვეობით, ველის მომხმარებლების 80%, ვინც პლატფორმას მობილური მოწყობილობიდან იყენებს, გაცილებით უკეთეს გამოცდილებას მიიღებენ.
M: რამდენად მეგობრული ინტერფეისი აქვს აპლიკაციას?
მარტივი, აღსაქმელი და მეგობრული ინტერფეისი ველის თავიდანვე ჰქონდა ვების ვერსიებში, როგორც დესკტოპ, ისევე მობილურ ვებში, რადგან მარტივი და მეგობრული ინტერფეისი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას გინდა მიაღწიო. შესაბამისად, ეს სიკეთეები აპლიკაციას გადმოჰყვა, რა თქმა უნდა, თუმცა სიმარტივე და მეგობრულობა ინტერფეისში ველის ნებისმიერი პლატფორმით მოხმარებისას დაგხვდებათ. ზოგადად, აპლიკაციას აქვს უფრო ბუნებრივი და მოხმარების ადვილი შესაძლებლობა. ველის შემთხვევაშიც იგივეა – ყველა სერვისს იღებ, რაც სხვა პლატფორმებზე, უბრალოდ მოხმარება არის უფრო სასიამოვნო.
M: რა დრო დასჭირდა აპლიკაციაზე მუშაობას და ჩაშვების შემდეგ უკვე თუ მიიღეთ უკუკავშირები?
აპლიკაციაზე მუშაობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდა. აქ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ აპლიკაცია გავაკეთეთ ჩვენი შიდა ტექ რესურსით, რაც იმას ნიშნავს, რომ დახვეწის და გაუმჯობესების რესურსი ძალიან დიდი გვაქვს. ჩათვალეთ, ეს არის პირველი ვერსია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწება.
აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობა უკვე გადასცდა 15,000-ს, რაც მოკლე დროისთვის ძალიან კარგი შედეგია. ძალიან დადებითი უკუკავშირი მოჰყვა და ყველა პარამეტრი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მომხმარებლების კმაყოფილებაზე მიუთითებს, გვაქვს ძალიან ჯანსაღი.
M: აპლიკაციას უკვე სრულყოფილი სახე აქვს თუ იგეგმება სიახლეების დამატება?
ბევრი სიახლე იგეგმება. როგორც მანამდე ვთქვი, აპლიკაცია ჩვენი შიდა ტექ რესურსით არის შექმნილი, რაც წარმოუდგენლად გვიადვილებს აპლიკაციის დახვეწის და გაუმჯობესების პროცესს. ეს არის პირველი ვერსია, რომლის სრულყოფილისკენ მიყვანა ალბათ უწყვეტი და მუდმივი პროცესი იქნება.
[R]