VELI.store ახლა უკვე აპლიკაციაა! მომხმარებლებს რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგის გამოცდა როგორც IOS, ისე Android სისტემაზე შეუძლიათ.
ველის, როგორც ტექნოლოგიური და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების კომპანიისთვის, აპლიკაციის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აპლიკაციის მიზანი მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის კიდევ უფრო გამარტივება, აჩქარება და გამოცდილების გაუმჯობესებაა.
მომხმარებლებს აპლიკაციაში ველის ყველა უპირატესობასთან ერთად Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდის შესაძლებლობა და არაერთი სპეციალური შეთავაზება დახვდებათ.
ამჟამად ყველა მომხმარებელს ექსკლუზიურად აპლიკაციაში პირველი შენაძენის 20%-ით გაიაფება შეუძლია – კოდით: APP20.
„ველის აპლიკაცია მომხმარებლებთან კომუნიკაციის, ბევრი კვლევის და უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შედეგია, რომელიც მიზნად ველის ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მეტი დროის გამოთავისუფლებას ისახავს”, – არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი
აპლიკაცია მნიშვნელოვანი სიახლეა ველის კორპორაციული მომხმარებლებისთვისაც, რადგან პლატფორმა ოფისის, კაფე-ბარის, სასტუმროს თუ ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის საჭირო პროდუქციის შეძენის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს.
„აპლიკაცია სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე მუშაობდა, რა დროც მომხმარებლების უკუკავშირის მაქსიმალურად გათვალისწინებას და მათთვის საინტერესო საბოლოო პროდუქტის შექმნას დავუთმეთ”, – ვაჟიკო ფრანგიშვილი, CTO.
აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც IOS-ის, ისე Android-ისთვის. გადმოწერე!
[პარტნიორის კონტენტი]