სულ რაღაც ერთი წლის წინ ველიმ თავის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი – ველის ბლოგი ჩაუშვა, რომელმაც რეკომენდაციებს, ინსპირაციებსა და რჩევებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი.
ნებისმიერი E-commerce პლატფორმა განვითარების რაღაც ეტაპზე პროდუქტებსა და მომხმარებელს შორის ხიდის გადალახვის პრობლემას აწყდება. VELI.store-ის შექმნის დროს ეს კიდევ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან მომხმარებლები ონლაინ შოპინგის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.
„ტრადიციული მაღაზიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ შეუძლია ფიზიკურად შეეხოს ან თვალით შეადაროს რაიმეს სასურველი პროდუქტი. სწორედ ამ დანაკლისის გამო შევქმენით პლატფორმა, რომელიც 450-მდე ბლოგს, შესაბამისად, რჩევას და პროდუქტის შერჩევის რითეილურ გამოცდილებას აერთიანებს”, – სალომე ყალიჩავა, VELI.store-ის კონტენტ მენეჯერი.
ველის ბლოგი ჩამოყალიბდა ციფრულ კონსულტანტად, რომელიც მომხმარებელს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას სთავაზობს. ამ ინფორმაციის გამზიარებლები თუ პროდუქტის რეკომენდატორები ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავად მომხმარებლები ციფრულ სივრცეში მიჰყვებიან და ენდობიან. ველის ბლოგებში ასევე ხშირად შეხვდები კონკრეტული ინდუსტრიის ექსპერტებს და Opinion Leader-ებს.
ბლოგის ზოგიერთ კონტენტს ყოველკვირეული ან ყოველთვიური სიხშირე აქვს. მაგალითად, „კვირის საუკეთესო შეთავაზებები”, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის 50 000-ზე მეტ პროდუქტს შორის ყველა საინტერესო შეთავაზებების აღმოჩენა და მათთვის ონლაინ შოპინგის გამოცდილების კიდევ უფრო გაადვილებაა.
ასევე ყოველთვიური საჩუქრების ბლოგი ზოდიაქოების მიხედვით, რომელიც მკითხველისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს იდეალური საჩუქრის შესარჩევად.
„ველის ბლოგი მალევე გახდა ერთ-ერთი მთავარი Traffic Driver-ი SEO მიმართულებით, რადგან პლატფორმაზე იქმნება ისეთი კონტენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც Google-ის პრეფერენციები, ისე მომხმარებლის ინსაითები – ამ ყველაფრის კომბინაცია რეალურად ხარისხიან და ორიგინალურ კონტენტს ქმნის”, – სალომე ყალიჩავა, VELI.store-ის კონტენტ მენეჯერი.
ბლოგის საშუალებით ველი, როგორც ბრენდი, ერთგვარ Lifestyle მრჩევლად ჩამოყალიბდა. მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომით, თითოეული კონტენტი განთავსებამდე არაერთ ეტაპს გადის, რათა აუდიტორიამდე მისული საბოლოო პროდუქტი რეალურად სასარგებლო აღმოჩნდეს მკითხველისთვის.
გარდა ამისა, ველი ბლოგი პლატფორმაზე განთავსებული სხვადასხვა ბრენდისთვის უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლის დამატებითი შესაძლებლობა გახდა, რაც პროექტის წარმატების აღმნიშვნელი კიდევ ერთი დეტალია.
[პარტნიორის კონტენტი]