in

ინფლუენსერები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად! – როგორ გადაიქცა VELI.store „ქალების მხარდაჭერის ველად“

ქართველი მეწარმეების პროდუქტების შეძენა სულ უფრო მეტ ადგილას არის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მათგანი VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაა, სადაც უამრავი პროდუქტების პარალელურად, „მხოლოდ ქართულის“ კატეგორიას აღმოაჩენთ. ამ მიმართულებაში არსებული ბიზნესების 90% სწორედ ქალ მეწარმეებს ეკუთვნის.

ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ ახალი, ხარისხიანი ქართული პროდუქტების შექმნაზე. ამ პროცესში ჩადებული ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის მიუხედავად, სტარტაპერებისა და ანტრეპრენერებისთვის ცნობადობა ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. წლევანდელი კამპანიით VELI.store „ქალების მხარდაჭერის ველად“ გადაიქცა, რათა ქართველი ქალი მეწარმეების შექმნილი ბრენდების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

სოციალური კამპანიის ფარგლებში, VELI.store-მა ქართველი ქალი ინფლუენსერები მეწარმეების მხარდასაჭერად გააერთიანა. 10 ინფლუენსერი, მათ შორის, Foxy Eleniko, მარია გიორგობიანი, თათო ქარჩავა და სხვები 10 მეწარმის მხარდასაჭერად მთელი თვის განმავლობაში იმუშავებენ, საკუთარი კეთილი ნებით. საკუთარი სოციალური არხების საშუალებით, ისინი ანტრეპრენერების პროდუქტებს გააცნობენ და აუდიტორიას მათი საქმიანობის შესახებ მოუყვებიან. ეს არაა მხოლოდ თანამშრომლობა, ესაა მაგალითი, თუ როგორ უჭერენ მხარს ქალები ერთმანეთს, როგორ ეხმარებიან ბრენდის ზრდასა და განვითარებაში. ხოლო თავად VELI.store-ის მხრიდან, ანტრეპრენერების მხარდაჭერა არის სოციალური პასუხისმგებლობა და იმის გააზრება, თუ რამდენად ღირებულია ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და იმ შრომის დაფასება, რასაც ქალები თავიანთ საქმეში დებენ.

„სოციალურ მედიას და ინფლუენსერებს ადამიანების ყოველდღიურობაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ ქალი მეწარმეების მხარდამჭერ კამპანიაში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა,“ – ქეთა ქარჩავა, VELI.store-ს სოციალური მედიის ლიდი.

„ისტორიის მანძილზე, ქალები ხვდებოდნენ უამრავ სისტემურ ბარიერს, დისკრიმინაციას, შეზღუდვას. ამის გამო, მონაწილეობას ვერ იღებდნენ საზოგადოების წინსვლაში. ამიტომ ახლა, როცა მაქვს დიდი პლატფორმა, სადაც ძირითადად ქალები არიან გაერთიანებული, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გამოვიყენო ჩემი ხმაც და პლატფორმაც ქალების გასაძლიერებლად“, – ამბობს მარიამ დარასელია.

„მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა ყველაზე მეტ სირთულეს ხვდები, ადამიანებს, რომლებიც მხარში გიდგანან, დიდ წვლილი შეაქვთ საქმის განვითარებაში“, – სტარტაპი Loomba.

შემოქმედებით ნაწილზე კამპანიის კრეატიულმა სტრატეგმა და ქოფირაითერმა ელენე დანელიამ გვიამბო:

„საგაზაფხულოდ, VELI.store-გან საინტერესო დავალება მივიღეთ – ბრენდს სურდა, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯი გადაედგა და მარტის თვეში, საკუთარი პლატფორმა სრულად მათთვის დაეთმო. 

ჩვენც, ველი სთორთან ერთად, მთავარ მიზნად დავისახეთ, რომ ეს აქტივობა არა უბრალოდ შთამაგონებელი გზავნილი, არამედ, მეწარმე ქალებისთვის რეალურად სასარგებლო, სასიკეთო ცვლილების მომტანი პროექტი ყოფილიყო. კონცეფცია დაფუძნებულია იმ დაკვირვებაზე, რომ ქალი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაბალი ცნობადობა და ციფრულ სივრცეში ხილვადობის ნაკლებობაა. სტარტაპერები და ანტრეპრენერები, ხშირად, ბიზნესის მხოლოდ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებენ და უფრო მასშტაბური ცნობადობის მიღწევისთვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით. სწორედ ამ საჭიროებაზე დავაფუძნეთ კამპანია – ქალების მხარდაჭერის ველი”, რომლის ფარგლებშიც, ველიმ ინფლუენსერი ქალები მეწარმე ქალების მხარდასაჭერად გააერთიანა. ინფლუენსერებმა კონკრეტული ქალი მეწარმის პროდუქცია საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიეს. შერჩეულ პროდუქტებსა და კომპანიებზე კი, 1 თვის განმავლობაში, საკუთარი კეთილი ნებით, კონტენტს ქმნიან და პლატფორმას მეწარმე ქალების მხარდაჭერას, ცნობადობის გაზრდას უთმობენ“.

იმისათვის, რომ ქართული წარმოების პროდუქტები მომხმარებელს კიდევ უფრო ადვილად გააცნოს, VELI.store-მა ისინი ვებგვერდსა და აპლიკაციაში სპეციალურ განყოფილებაში განათავსა.

კრედიტები:

დამკვეთი: ველი სთორი
ბრენდის ხელმძღვანელი: თათია კარიაული
სოციალური მედიის მენეჯერი: ქეთა ქარჩავა
გრაფიკული დიზაინერი: ანი არაბიძე, ნიტა გოგრიჭიანი
შემოქმედებითი კონცეფცია: ელენე დანელია, პავლე გაბრიჭიძე
ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
წარმოება: LAAP Studio
დამდგმელი რეჟისორი: ლევან ლუკა ნაკაშიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ლუკა ნაკაშიძე
B კამერა: სემ სვაროვსკი
ოპერატორის ასისტენტი:ირაკლი შენგელია
არტ დირექტორი: ელენე აფციაური
არტ დირექტორის ასისტენტი: ნინი ამაზაშვილი
პროდიუსერი: ელენე გახარია
Მხატვარი: ლიკა დადუნაშვილი
გაფერი: ბექა დვალიშვილი
MU: ნინო სოფრომაძე
MU ასისტენტი: ნელი ელიზბარაშვილი
ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია
ფოტოგრაფის ასისტენტი: მარიამ ელენე გომელაური
ქეთერინგი: Crew Cat
ხმა სეტზე: locationsound.tbilisi
მონტაჟი: სანდრო კოზმანიშვილი

[R]

თავგადასავალი, რომელიც პირველი ფრენით იწყება

როგორ ამოვიცნოთ AI-ს მიერ შექმნილი ყალბი კონტენტი?