in

Veli.store-ისა და Re|Bank-ის დამეგობრების ამბავი

Veli.Store და რე|ბანკი დამეგობრდნენ და მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. იმ ადამიანებს, რომლებიც რე|ბანკის ტოპ|ქარდს ფლობენ, უკვე შეუძლიათ veli.store-ის ონლაინ მაღაზიის სტუმრობა და საყიდლების შეძენა ისე, რომ დახარჯული თანხა 3 თვეზე, გაძვირების გარეშე გაანაწილონ. 

ეს არის ორი კომპანიის კოლაბორაციის სტანდარტული პირობა, თუმცა Veli.Store და რე|ბანკი განსაკუთრებულ შეთავაზებასაც უკეთებენ მომხმარებლებს. კერძოდ, 22 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ტოპ|ქარდით veli.store-ზე გადახდისას, ყველა მომხმარებელი, რომელიც 200+ ლარის შენაძენს გააკეთებს, ავტომატურად დაიბრუნებს 50 ლარს ტოპ|ქარდის ანგარიშზე.  აქ მნიშვნელოვანია ისიც იცოდეთ, რომ ქეშბექისა და თანხის გადანაწილების პირობა მოქმედია ყველა სხვა ფასდაკლების ან პრომო კოდის გამოყენების დროსაც. 

Veli.store-თან რე|ბანკის დამეგობრება საინტერესო სინერგიაა იმ კუთხით, რომ ეს ორი ბრენდი ზრუნავს ადამიანების ორ მნიშვნელოვან რესურსზე – დროსა და ფულზე. ტოპ|ქარდით შესაძლებელია veli.store-ზე უკლებლივ ყველა შერჩეული ნივთის ყიდვა დღესვე, სურვილების კალათიდან ამოღებისა და გადადების გარეშე, ვინაიდან ღირებულება გადანაწილდება 3 თვეზე თანაბრად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პროცენტის ან დანამატის გარეშე.

ვისაც ჯერ არ აქვს ტოპ|ქარდი და აქციის პირობით დაინტერესდება, შეუძლია ბარათი მარტივად აიღოს ჩვენს ვებგვერდზე, რომელსაც კურიერი მომდევნო სამუშაო დღეს მიუტანს სასურველ მისამართზე თბილისის შემოგარენის მასშტაბით. რაც მთავარია, ტოპ|ქარდის აღება უფასოა და მომსახურების საკომისიოც არ აქვს”, – დიანა თიგიშვილი, საცალო მარკეტინგის განყოფილების უფროსი.

შეგახსენებთ, რომ ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ბარათის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა, რომელიც ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. 

რაც შეეხება, Veli.store-ს, ის ახალი პლატფორმაა, რომელსაც უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ამ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი. შეკვეთის გაკეთება საიტზე მარტივია და მომხმარებელი მას იმავე დღეს იღებს, მიწოდება კი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოა. 

VELI.store თავისუფალი ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი არის დრო. ჩვენი მიზანი საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვა და ამ გზით ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, შესაბამისად, მთელი სისტემა და ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ამ იდეის გარშემო.

მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებას მათთვის კომფორტული გადახდის მექანიზმებიც ქმნის და ამ კუთხით ვფიქრობ ტოპ|ქარდით გადახდისა და თანხის გადანაწილების შესაძლებლობა სასიხარულო იქნება ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდა პროდუქტის სრული თანხის იმავე მომენტში გადახდა.

VELI.store-ში ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ვუსმენთ მომხმარებელს და მათი უკუკავშირის საფუძველზე ვავითარებთ პლატფორმას, ვამატებთ მახასიათებლებს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ისეთ ბრენდებთან დამეგობრება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს,  ცდილობენ ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვას”, – მარიამ ცანავა, Veli.store-ის brand lead. 

აქვე გეტყვით, რომ VELI.store-ის სერვისებით სარგებლობა თბილისის გარშემო, 13 ლოკაციაზე შეგიძლიათ. ესენია: საგურამო, წიწამური, მცხეთა, წყნეთი, ზედა და ქვედა კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წოდორეთი, მუხათწყარო, თხინვალა, ნაფეტვრები, შინდისი და წავკისი. შეკვეთილ პროდუქტებს კი თბილისშიცა და აგარაკზეც, სამუშაო დღეებშიც და შაბათ-კვირასაც არაუმეტეს სამ საათში მიიღებთ. VELI.store-ის მიზანი ონლაინ მაღაზიის საუკეთესო გამოცდილების დანერგვა და მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა.

თუ ჯერ არ გაქვთ ტოპ|ქარდი, მისი აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში: 

  • თბილისი, პეკინის გამზირი #19
  • თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ტოპ|ქარდის საშუალებით რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარი ფინანსები  გონივრულად და პასუხისმგებლობით მართონ.

[R]

რატომ არის მეტავერსში ბრენდის ავთენტურობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი?

ამ კალმით ჰაერში დაწერას შეძლებთ!