თანამედროვე სამყაროში, სადაც პროდუქტების დიდი არჩევანია, მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია, იცოდეს, რომ მის მიერ შერჩეული ნივთები ნამდვილად ხარისხიანი და უსაფრთხოა. VELI.store სწორედ ამას უზრუნველყოფს – პლატფორმაზე მხოლოდ ის ბრენდები და პროდუქტები ხვდება, რომლებმაც შემოწმება გაიარეს.
ველის ციფრულ თაროებზე განთავსებული სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები 400-ამდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევა.
VELI.store-ის სილამაზისა და თავის მოვლის ბიზნეს ლიდი, გვანცა კიკნაველიძე გიზიარებს, თუ რა გზას გადიან ბრენდები ველის პლატფორმაზე მოსახვედრად.
ხარისხის ფილტრი – ბრენდების ავტორიზაციის პროცესი
„ავტორიზაცია რთულ პროცესს წარმოადგენს, რომლის დროსაც ველის პლატფორმა და ბრენდები ორმხრივ შემოწმებას გადიან. ეს უზრუნველყოფს, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი ბრენდები ავთენტურობის, ხარისხისა და უსაფრთხოების აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ”, – გვანცა კიკნაველიძე, სილამაზისა & თავის მოვლის ბიზნეს ლიდი.
ველის ასორტიმენტში მხოლოდ ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების, ხარისხიანი ინგრედიენტებისა და ეთიკური წყაროების მარეგულირებელ სტანდარტებს. ავტორიზაციის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელიც კი გაგრძელდეს.
ავტორიზაციის უპირატესობები მომხმარებლისთვის
როდესაც VELI.store-ზე შოპინგობ, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ ორიგინალ პროდუქციას შეიძენ. ავტორიზაცია უზრუნველყოფს მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან ორიგინალი პროდუქტების მიღებას.
ბრენდის გვერდი, კონტენტი და ვიზუალური მხარე ქმნის თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის შოპინგის გამოცდილებას. გარდა ამისა, მოიცავს წლის განმავლობაში სხვადასხვა ფასდაკლებისა და შეთავაზების დაგეგმვას.
პლატფორმა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ავტორიზაციას, უფრო მყარ ურთიერთობებს ამყარებს პრემიუმბრენდებთან, რაც, საბოლოოდ, მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაში აისახება.
ველის წარმატებული თანამშრომლობა სილამაზის ინდუსტრიის ყველაზე დიდ ჯგუფთან
ველი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე პირდაპირ უცხოურ ბრენდებთან. ბოლო მნიშვნელოვანი ავტორიზაცია ლორეალის ჯგუფთან გაიარა, რომელიც მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიის ჯგუფებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.
პლატფორმაზე მუდმივად ემატება ახალი ბრენდები: Mass კლასიფიკაციის ბრენდები წარმოდგენილია პლატფორმის გაშვების დღიდან. ამასთანავე, გაეშვა დერმატოლოგიური ბრენდების გვერდი, სადაც მომხმარებელი კანის ტიპისა და მახასიათებლების მიხედვით ადვილად შეარჩევს პროდუქტებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება ბრენდების ცალკეული გვერდების წარმოდგენა.
როგორ ჩნდება ხარისხიანი პროდუქტები ველიზე
პრემიუმ და ნიშური ბრენდებისთვის შეიქმნა ვებგვერდის სპეციალური კატეგორია, სადაც კონკრეტული ბრენდი წარმოდგენილია კოლექციების ან ხაზების მიხედვით. ესთეტიკური და ინფორმაციული გვერდები მომხმარებელს ეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.
კომპანია აწვდის ველის სრულ მასალას და საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ველის მომხმარებელი სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში ხედავს, თითოეულ ბრენდთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათთან შეთანხმებით იქმნება.
ბრენდების ინტეგრაცია VELI.store-ზე მნიშვნელოვანი პროცესია. იმ შემთხვევაში თუ ბრენდი პირდაპირ ინტეგრაციას იყენებს, როგორიცაა API ან PIM სისტემები, მოწმდება მათი თავსებადობა. პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს, დაწყებული კონტენტიდან, ფასითა და ფასდაკლებებით დამთავრებული.
ველი აგრძელებს მუშაობას ახალ ბრენდებთან ავტორიზაციის კუთხით. დაელოდე სიახლეებს და შეარჩიე სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით დროის სასურველ მონაკვეთში.
[პარტნიორის კონტენტი]