in

VELI.store იქომერს ასოციაცია საქართველოს TrustMark ნიშნის მფლობელია

TrustMark იქომერს ასოციაცია საქართველოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად ციფრულ ბაზარზე ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ხელახლა განსაზღვრას ისახავს.

ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა, რომლებსაც TrustMark სანდოობის ნიშანი მიენიჭათ, სერტიფიცირების პროცესი იქომერს ასოციაცია საქართველოს სანდოობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით გაიარეს.

“USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით იქომერს ასოციაცია საქართველომ შეიმუშავა ე.წ სანდოობის ნიშანი. სანდოობის ნიშნის მატარებელი ელექტრონული პლატფორმები გამოირჩევიან სანდოობით, გამჭვირვალობით და მომხმარებელზე ორიენტირებულობით. 2024 წლის 4 ოქტომბერს სანდოობის ნიშანი სამ მსხვილ ელექტრონულ პლატფორმას გადაეცა, რომელთა შორის იყო VELI.store “ – ლადო კანდელაკი, ასოციაციის თავმჯდომარე

TrustMark-ის მთავარი მისია საქართველოში ისეთი ციფრული გარემოს შექმნაა, სადაც მომხმარებლები ონლაინ შოპინგს უსაფრთხოდ შეძლებენ და დარწმუნებული იქნებიან იმაში, რომ მათ მიერ არჩეული პლატფორმები საიმედოობის, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

“VELI.store-ის მიზანი შექმნის დღიდან მომხმარებლისთვის სრულყოფილი, საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილების შეთავაზებაა, TrustMark-ის მიღება კი ჩვენთვის ახალი სტიმულია ამ ხარისხის შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესებისთვის” – თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი

ველი საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილ მოცემულობაში შეიქმნა, სადაც ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ კომპანიაა ზრდასთან ერთად მათი ნდობის გამართლებას ვეღარ შეძლებდა, რაც ველის შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგოდ განვითარდა. პირველივე წელს ველიმ თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ჯილდო მიიღო და უკვე თითქმის 3 წელია ყოველდღიურად ავითარებს ამ მიმართულებას, რაზეც მომხმარებლების კმაყოფილების მაღალი კოეფიციენტი მეტყველებს.

[R]

„შატო დემის“ მეღვინეობა და ბროწეულის რთველი – გამოგვყევით ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ

თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია