in

VELI.store – პირველი ქართული კომპანია “Worldef Istanbul 2024”-ზე

6-8 ივნისს სტამბოლში რეგიონში წამყვანი E-commerce ღონისძიება “Worldef Istanbul 2024” გაიმართა, რომელიც გლობალურ მასშტაბში ამ მიმართულებით წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ღონისძიება 20 000-ამდე დამსწრეს, 200-ზე მეტ სპიკერსა და 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.

სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე, Amazon-ის, Trendyol-ის, Alibaba Group-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი იქომერსპლატფორმების წარმომადგენლებთან ერთად, VELI.store-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – არჩილ ფირიაშვილმაც ისაუბრა.

„ველი ახალგაზრდა კომპანიაა და ჩვენთვის გლობალურ ასპარეზზე საკუთარი გამოცდილებისა და კომპანიის განვითარების უნიკალური გზის გაზიარება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია”, – არჩილ ფირიაშვილი, ველის აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებამ 3 დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ დამსწრეს უმასპინძლა.

მიწვეული სპიკერის როლში არჩილ ფირიაშვილმა აუდიტორიას ველის განვლილი გზა და უნიკალური საოპერაციო მოდელის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ამ მოვლენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ველი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რეგიონში არსებული სირთულეებისა და პერსპექტივების განხილვა იყო.

ველის მისია შექმნის დღიდან არამარტო მომხმარებლებისთვის ონლაინშოპინგის გამარტივება, არამედ საქართველოში იქომერსმიმართულების გაძლიერება და ინოვაციური მიდგომებით ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

[პარტნიორის კონტენტი]

სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ Welcome to Georgia!-ს Best Value for Money Accommodation გამარჯვებულია

რა შემთხვევაში გეხმარებათ ფასდაკლება გაყიდვების ზრდაში