VELI.store-მა, Evido-სთან კოლაბორაციით, თითო გაყიდვის ღირებულება 78%–ით შეამცირა, ROAS კი 183%-ით გაზარდა. Advantage+ შოპინგ კამპანიების დახმარებით, მათ სხვადასხვა ტიპის რეკლამის ტესტირება ჩაატარეს, რამაც აპლიკაციაში ტრეფიკი გაზარდა.
კლიენტის შესახებ
ველიმ, ყველაზე დიდმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ საქართველოში, ონლაინ შოპინგის გამოცდილების რევოლუცია მოახდინა. კომპანია გვთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, FMCG-თი დაწყებული, მცირე ტექნიკით დამთავრებული. ისინი დახვეწილი სამომხმარებლო გამოცდილებით გამოირჩევიან, კერძოდ, თბილისში აუდიტორიას სასურველ 3-საათიან მონაკვეთში მიწოდებას სთავაზობენ, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი აქვთ.
VELI.store-ის გუნდი აცნობიერებს დინამიკური მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელობას და აქტიურად ტესტავს სხვადასხვა მიმართულებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს Evido-სთან დაპარტნიორება, რათა შესძლებოდათ Meta-ს სარეკლამო ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება და ამით კამპანიების ეფექტურობის ზრდა.
„Evido-სთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, დავტესტოთ და გამოვიყენოთ Facebook-ის სარეკლამო ტექნოლოგიების ისეთი ფუნქციონალები, რომლებიც რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის“,— ქრისტინე პახომოვა, VELI.store–ის უფროსი ციფრული მარკეტერი
გამოწვევები
VELI.store-მა რამდენიმე თვის წინ აპლიკაცია ჩაუშვა, თუმცა მათი გამოწვევა ტრეფიკის და გაყიდვების ზრდა იყო ისე, რომ აქტიურობა ორივე პლატფორმაზე შეენარჩუნებინათ — როგორც ვებზე, ისე აპში. Evido–მ კომპანიას შესთავაზა რეკლამის განსათავსებელი ადგილების ავტომატიზაცია Advantage+ შოპინგ კამპანიების გამოყენებით. ამ მიდგომამ გაამართლა – წვდომა გაიზარდა როგორც აპლიკაციაზე, ასევე ვებზე.
გამოსავალი
VELI.store-მა, Evido-ს რეკომენდაციით, კარუსელის ტიპის რეკლამებზე გააკეთა აქცენტი. ამ ფორმატის დახმარებით, ერთ რეკლამაში შესაძლებელია რამდენიმე პროდუქტის ჩვენება. მეტიც, ავტომატიზაცია კამპანიების განუყოფელ ნაწილად გახადეს — ავტომატური განთავსებები, აუდიტორიების ასაკის ტესტირება, lowest-cost bid სტრატეგიები და ა. შ.
Meta-ს სარეკლამო ტექნოლოგიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მანქანური სწავლებაა (Machine Learning), რომლის დახმარებითაც მომხმარებლები მათი ქცევის მიხედვით გადაჰყავს იმ პლატფორმაზე, სადაც კონვერტაციის მეტი ალბათობაა. ამ მიდგომამ უზრუნველყო, რომ VELI.store-ის სარეკლამო ძალისხმევა ეფექტური ყოფილიყო არა მხოლოდ მარკეტინგის კუთხით, არამედ მათი ROI-ის მაქსიმალური გაზრდისა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
შედეგები
ველის პარტნიორობამ Evido-სთან საკმაოდ კარგი შედეგები დადო:
- ერთი გაყიდვის ღირებულება (cost per purchase) 78%-ით შემცირდა;
- ინვესტიციის დაბრუნება (ROAS) 183%-ით გაიზარდა;
- კალათაში დამატების ღირებულება (cost per add to cart) 51%-ით შემცირდა;
- ხოლო ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია (cost per new customer registration), 61%-ით შემცირდა.
ეს შედეგები ხაზს უსვამს VELI.store-ის Evido-სთან თანამშრომლობის წარმატებას და მათ მიერ არჩეული სარეკლამო მიდგომის ეფექტურობას.
გაიგეთ მეტი Evido-ს პლატფორმის შესახებ: ეწვიეთ მათ ვებგვერდს ან დაეკონტაქტეთ მეილზე [email protected].
მეტი სიახლისთვის, გამოიწერეთ Evido-ს სოციალური მედიია ანგარიშები: Facebook, LinkedIn, Instagram
[R]