in

ველისა და Supergmiri.ge-ის საახალწლო პროექტი – მოიწვიე მეგობარი

ახალი წელი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც ძირითადად საჩუქრებთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ველისა და „სუპერგმირის” ახალი რეფერალური პროექტი საახალწლოდ ბავშვების დასაჩუქრების შესაძლებლობას ქმნის. ის ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ სუპერგმირის მოსაწვევი ლინკი მეგობარს გაუგზავნოს და მოუწოდოს, რომ გახდეს სუპერგმირი. თუ მოწვეული მეგობარი მართლაც გახდება დეკემბერში სუპერგმირი, მათი სახელით ველი და supergmiri.ge ბენეფიციარებს ყოველთვიურ ამანათთან ერთად საახალწლო საჩუქარს გაუგზავნიან.

პროექტში ჩართვა იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ ჯერ არ ხარ სუპერგმირი – უბრალოდ გაიარე რეგისტრაცია www.supergmiri.ge- ზე და პირად ანგარიშში აღმოაჩინე ღილაკი „მოიწვიე მეგობარი” – გაუზიარე ეს ლინკი მეგობრებს სოციალურ მედიაში ან საერთო ჩატში, თუ ისინი შემოუერთდებიან პლატფორმას მათი ბენეფიციარი მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ხოლო შენ ანგარიშში „ვირტუალური საჩუქრის ყუთი” გამოგიჩნდება, რომელიც მას შემდეგ გაეგზავნება ბენეფიციარს, როცა შენც გადაწყვეტ სუპერგმირობას.

თუ შენ უკვე სუპერგმირი ხარ, აღმოაჩინე უნიკალური მოსაწვევის კოდი შენს ანგარიშში – მოიწვიე მეგობარი, რომელმაც აუცილებლად 25 დეკემბრამდე უნდა დაადასტუროს შენი მოწვევა და გახდეს სუპერგმირი. ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, საახალწლოდ შენი და მისი ბენეფიციარიც განკუთვნილ ყოველთვიურ ამანათთან ერთად, დამატებით საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ.

 
ველი სუპერგმირთან 2023 წლის იანვრიდან თანამშრომლობს და ყოველთვიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ ბენეფიციართან ამანათების უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ სუპერგმირების დონაცია, სრულად ხმარდება ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტებს.

„სუპერგმირობა ჯადოსნური გამოცდილებაა, და პლატფორმის არსებობის სამი წლის მანძილზე დავინახეთ, რომ ყველაზე ხშირად ახალი ადამიანები უკვე გამოცდილი სუპერგმირების რჩევით ერთვებიან პროექტში. ვინდა საახალწლოდ ეს პრაქტიკა კიდევ უფრო წავახალისოთ, და ნებისმიერ ადამიანს მივცეთ მოტივაცია, გაუზიაროს ჩვენი პლატფორმა მეგობრებს. ადლობის ნიშნად კი საახალწლო საჩუქარს მათი სახელით ბენეფიციარებს გავუგზავნით, რაც ვფიქრობთ სუპერგმირებისთვისაც საუკეთესო საჩუქარია”, – მარიტა გენებაშვილი, სუპერგმირის თანადამფუძნებელი.

პროექტ „სუპერგმირის” ფარგლებში დღეისთვის უკვე 400-ზე მეტ ბავშვს ჰყავს სუპერგმირი. მათი დახმარებით ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებზე მორგებული წიგნებით, განმავითარებელი სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათი ეგზავნებათ.

„წელს ველის ახალი წელი ყველასთან მიაქვს და გვსურდა, VELI.store-ის ამ პროექტში მხარდაჭერით, დღესასწაული იმ ბავშვებთანაც მიგვეტანა, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ”, – არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

[პარტნიორის კონტენტი]

„ბალანსისა” და E-commerce პლატფორმების დამეგობრების ისტორია ერთ ვიდეოში

Instagram სურათის ფონის რედაქტირებისთვის AI ხელსაწყოს ამატებს