in

შეარჩიე, შეფუთე, გაუგზავნე სიყვარულით — როგორი იყო ველის კამპანია სიყვარულის დღისთვის

14 თებერვლისთვის VELI.store სიყვარულის ველად გადაიქცა და მომხმარებელს ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ შეერჩია, შეეფუთა და გაეგზავნა საჩუქარი სიყვარულით. როგორ?

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს შეიძლება ბევრი არ აღნიშნავდეს, ყველა ვთანხმდებით, რომ სიყვარულის განსაკუთრებულად გამოხატვისთვის 1 დღის დათმობა ნამდვილად ღირს — გრძნობების გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი საჩუქარია.

ნებისმიერ საჩუქარს განსაკუთრებულს ღია ბარათები ხდის, რადგან მათში გადმოცემული ემოციები ყველაზე რეალური და ხელშესახებია. ბევრს კარადაში ღრმად შენახული ასეთი ნივთებით სავსე ერთი დიდი ყუთი აქვს, რომლის გახსნაც საუკეთესო მოგონებებსა და ისტორიებს ახსენებთ. სწორედ ამიტომ, VELI.store-მა სიყვარულის დღე მისალოც ბარათებს დაუკავშირა.

„ამ დღისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი შესაფუთი ქაღალდი თემატური პრინტით და მისალოცი ბარათის ახალი დიზაინიც. ასევე, თანამედროვე ქართველ მწერლებს სიყვარულის დახასიათება ვთხოვეთ, მათი გზავნილებით კი ბარათები დავამზადეთ, რომლებსაც ადამიანები ველიდან შეკვეთილ ყუთებში პოულობდნენ. ამ სიურპრიზმა, ისევე, როგორც ახალ წელს ყუთებში აღმოჩენილმა ნათურებმა, ბევრი მომხმარებლის გახარება შეძლო. ბარათები პრინტებადაც ვაქციეთ და ქალაქში გავაკარით, რათა ის ემოციები, რომლებსაც მათი გამონათქვამები ატარებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა“, — მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი.

ამ სასიყვარულო აურზაურში, რა თქმა უნდა, Veli-ს მთავარი დაპირება ისევ უცვლელია: დახარჯე შენი დრო შენთვის. საჩუქრის ძიებაში, შერჩევაში და შეძენაში დაზოგილი დრო, შეგიძლიათ ყველაზე ძვირფასს მოახმაროთ და თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

შეკვეთიდან 3 საათზე ნაკლებ დროში, დღის სასურველ მონაკვეთში, უფასოდ შეფუთული და მოტანილი საჩუქარი — გამოცადე შოპინგი VELI.store-ზე და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებებით კვირის ბოლომდე.

[R]

საუდის არაბეთის პირველი AI რობოტი რამდენიმე დიალექტზე საუბრობს

რატომ ჩნდება სატურნის რგოლებზე იდუმალი ლაქები? — მეცნიერები ამ კითხვის პასუხს ეძებენ